დღესდღეობით არასასურველი თმისგან გათავისუფლების არაერთი მეთოდი არსებობს, თუმცა უმტკივნეულო და უსაფრთხო პროცედურას ძალიან იშვიათი ესთეტიკური ცენტრი გვთავაზობს. „სოლო პერ ტე“ კი სწორედ ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც თქვენი კანი სრულად დაცულია ყოველდგავრი დამწვრობისა და დაზიანებისგან. აქ თქვენ დაგხვდებათ აპარატი უახლესი თავაკებით და პროფესიონალი გუნდი, რომლებიც სრულიად უმტკივნეული პროცედურას გთავაზობენ. OK! „სოლო პერ ტე“–ს ლაზეროთერაპევტს ანა პოპიაშვილს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს ცენტრში წარმოდგენილი მომსახურებებისა და პროცედურების შესახებ.
ცნობილია რომ "სოლო პერ ტეში" უნიკალური დიოდური ეპილაციის აპარატურაა წარმოდგენილი, მოგვიყევით ამის შესახებ.
დიახ, ეს ნამდვილად ასეა, „სოლო პერ ტეში“ წარმოდგენილია უნიკალური დიოდური ეპილაციის აპარატი, რომლითაც შესაძლებელია არასასურველი თმის სამუდამოდ გაქრობა. პროცედურისთვის გთავაზობთ გერმანულ აპარატს – ASCLEPION lAZER MEDIOSTAR NEXT PRO-ს, რომელსაც აქვს ორი უახლესი თავაკი. აქედან გამომდინარე ჩვენი ესთეტიკური ცენტრი დიოდიური ეპილაციის მეთოდს ანიჭებს უპირატესობას.
პროცედურა რამდენად მტკივნეულია?
იქიდან გამომდინარე, რომ თავაკი აღჭურვილია ბოლო თაობის გაგრილების დინამიკური სისტემით პროცედურა ტარდება სრულიად უმტკივნეულოდ, რაც იცავს კანს დამწვრობისა და დაზიანებისაგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კომფორტულია ქალბატონებისთვის ის, რომ არ იწვევს გართულებებს და არ აჩენს ლაქებს.
როგორი ტიპის თმისთვის არის ეფექტური პროცედურა?
ეფექტურია ყველანაირი სტრუქტურის თმისთვის, ხედავს ყველა ტიპის კანს ალექსანდრიტისგან განსხვავებით. სხივის სიგრძე საშუალებას იძლევა ეფექტურად და სამუდამოდ გათავისუფლდეთ, როგორც მუქი და ჟღალი, ასევე ქერა და ღინღლოვანი სტრუქტურის თმისგან.
გარუჯულ კანზე რამდენად არის მიზანშეწონილი პროცედურა?
პროცედურა ტარდება გარუჯულ კანზეც და ეს არანაირ გართულებას არ იწვევს. ასე, რომ თამამად შეგიძლიათ თუნდაც სოლარიუმის აქტიურად გამოყენების შემდეგაც გაიკეთოთ ეპილაცია.
რამდენი პროცედურაა საჭირო თმის სრული გაქრობისთვის?
პროცედურის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. დამოკიდებულია ზონების რაოდენობაზე, თუმცა 5-6 პროცედურის შემდეგ თმის სრულ გაქრობას გპირდებით. გათავისუფლდით არასასურველი თმისგან სამუდამოდ.