მიუხედავად იმისა,რომ ვიქტორია ბექჰემის გარეგნობაში საკმაოდ რთულია რაიმე ნიუანსის აღმოჩენა, როგორც ჩანს, ამისთვის მან საკმაოდ რთული გზა გაიარა და ქალბატონებისთვის ნაცნობი პრობლემები, არც მისთვისაა უცხო.
"მე პატარა ასაკიდანვე პრობლემური კანი მქონდა, ეს მემკვიდრეობითია. დედაჩემიც იმავე პრობლემით იტანჯებოდა და საკმაოდ რთულია ამ მდგომარეობის გაგება, თუ თავადაც არ გამოცდი. კანის პრობლემა თვითშეფასებას ადაბლებს. ამის გამო, როდესაც ადამიანებს ესაუბრები, მათთვის თვალებში ყურებაც კი გიჭირს" - აღნიშნა მან.
პრობლემებისგან დასახსნელად ვიქტორია პროფესიონალურ ჩარევას გვირჩევს, თავად მას ექიმი ჰაროლდ ლენსერი ეხმარება, რომლისგანაც ისწავლა რომ იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, თუ რას ვისვამთ კანზე, ის პროდუქტია, რომელიც ორგანიზმს ვაწვდით.
"ცხიმების საკმარისი რაოდენობით მიღება მთავარი გასაღებია. მე თევზის პროდუქტებსა და ავოკადოს ვიღებ რეგულარულად," - აღნიშნა მან.