პოპულარული ჟურნალი People ყოველწლიურად პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცს ირჩევს. 2019 წელს ეს ტიტული ამერიკელ შემსრულებელს, პიანისტს და კრისი ტეიგენის ქმარს, ჯონ ლეჯენდს ერგო. ის შედის მსოფლიოს ტოპ-15-ეულ ადამიანში, რომლებიც სპეციალურ სტატუსს ფლობენ, კერძოდ კი აქვთ მიღებული 4 მთავარი მსოფლიო პრემია: ემი, გრემი, ოსკარი და ტონი.
არტისტი თავად გაოცებული იყო მისი სახელის გამოცხადებით და ამის შესახებ სოციალურ ქსელში მხიარული პოსტი დაწერა:
"1995 წელს ჯონი ნამდვილად უხერხულად იგრძნობდა თავს, რომ გაეგო ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელებდნენ, მითუმეტეს იდრის ელბას შემდეგ. ჯანდაბა! 2019 წელს ის ისეთივე შეწუხებულია ამ ფაქტით!მაგრამ, მადლობა People-ს რომ სექსუალურად მთვლით. ვიღებ თქვენს არჩევანს!" - იხუმრა ჯონმა და ეს სურათი დაურთო:
გამოცემა 1985 წლიდან აცხადებს თავის რჩეულს. პირველად ტიტული მელ გიბსონს გადასცეს, 2018 წელს კი იდრის ელბას.