მონაკოს პრინცესას სტეფანის უმცროსი ქალიშვილი და ჰოლივუდის ლეგენდის, გრეის კელის შვილიშვილი კამილ გოთლიები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გოგონა აქტიურად აზიარებს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს. ბევრი ფიქრობს, რომ ის თანამედროვე გრეის კელია - ბებიის ახლებური გარდასახვა.
გრეისმა, რომელიც ცნობილია სახის ნაკვთების დელიკატური მოყვანილობით, ღრმა ცისფერი თვალებით და ქერა თმით, შვილიშვილს ფაქტობრივად ეს ყველაფერი უსახსოვრა. კამილას მიმდევრებს კი ეს ფაქტი ძალიან მოსწონთ. ის ჯერ 21 წლისაა.
კამილა სტეფანის და სამეფო ოჯახის დაცვის წევრის, რეიმონდის შვილია. ამ ფაქტს დიდხანს მალავდნენ და მისი მშობლებიც დაქორწინებულები არ არიან. კამილას ბებიის მსგავსად უყვარს ცხოველები. მან ტაილანდშიც იმოგზაურა ბოკვერების აღზრდაში წვლილის შესატანად.
ბებიისგან ასევე გადმოეცა ადამიანთა დახმარების სურვილი და ფილანტროპიული ხასიათი. ხშირად მონაწილეობს ჰუმანიტარულ აქციებში.
სწავლობს კოლეჯში, მოგზაურობს და ერთობა მეგობრებთან ერთად. მოკლედ, ისეთივე ცხოვრება აქვს, როგორც ბევრ მის თანატოლს.