Nail Club Nutsubidze სწორედ ის ადგილია, სადაც დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი, მყუდრო გარემო და, რა თქმა უნდა, პროცედურები, რომლებზეც უარს ვერც ერთი ქალბატონი ვერ იტყვის. სალონი უკვე მეორე წელია, რაც თბილისში გამოჩნდა და უკვე მოახერხა მომხმარებლების გულის დაპყრობა. OK! Magazine Georgia სალონის დამფუძნებელს, თეონა გოგრიჭიანს ესაუბრა.
როდის გაიხსნა სალონი Nail Club Nutsubidze?
2018 წლის აპრილში დავიწყეთ მუშაობა და ამ პერიოდიდან დღემდე დიდი პროგრესი განვიცადეთ. დავიხვეწეთ, გავფართოვდით და რა თქმა უნდა, შევიძინეთ გამოცდილება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ უფრო მეტად თავდაჯერებულები, რაც მომხმარებლისთვის მეტი სიახლის შეთავაზების სითამამეს გვმატებს.
გარდა ფჩხილის მოწესრიგების პროცედურისა, კიდევ რა სახის მომსახურებებს სთავაზობს სალონი მომხმარებლებს?
ჩვენს სალონში ხელმისაწვდომია ლაზერული ეპილაციის საუკეთესო აპარატი, ყველაზე უმტკივნეულო და ეფექტური − დიოდური ლაზერული ეპილაცია • Lumenis LightSheer Duet. სიტყვა „საუკეთესო“ შემთხვევით არ მიხსენებია და ამ შემთხვევაში ეს არ გახლავთ გაზვიადებული ზედსართავი სახელი, რადგან აღნიშნულ აპარატს „სამეფო ლაზერის“ სახელით მოიხსენიებენ და ეს შემთხვევითი არ არის. ჩვენი სამეფო ლაზერით ეპილაცია არა მხოლოდ მაღალეფექტური, არამედ თითქმის უმტკივნეულო გახლავთ. მომხმარებელი შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ ამჩნევს და ამის გამო ჩვენს სალონში ეპილაციის პროცედურის ჩატარების მსურველი ძალიან ბევრია. სხვათა შორის, ჩვენი ლაზერული ეპილაციის კაბინეტის სტუმრები ცნობილი ქალბატონებიც ყოფილან, მაგალითად: შორენა ბეგაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნუკი კოშკელიშვილი და სხვები. ფრჩხილის მოვლისა და ეპილაციის გარდა, სალონში გვაქვს ვიზაჟის კუთხე, სადაც ჩვენი არაჩვეულებრივი ვიზაჟისტი მომხმარებელს მაკიაჟისა და წარბის კორექციის სერვისს სთავაზობს. სხვა დანარჩენი სერვისების მსგავსად, ამ კუთხემაც მოიპოვა არაერთი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი.
რამდენადაა დაცული უსაფრთხოება?
Nail club nutsubidze-ს აქვს ამბიცია, იყოს მაღალი კლასის სალონი და ვიცით, უსაფრთხოების ზომების ზედმიწევნით დაცვის გარეშე, ეს შეუძლებელია. შესაბამისად, თამამად და სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი ჩვენთან უმაღლეს დონეზეა მოგვარებული და მკაცრად კონტროლდება, რადგან მომხმარებლის უსაფრთხოება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. დავკონკრეტდები და გეტყვით, რომ გვაქვს სტერილიზაციის უახლესი აპარატი − ავტოკლავი, რომელიც სამკურნალო დაწესებულებებში გამოიყენება სტერილიზაციისთვის. ასევე გამოყოფილი გვყავს სპეციალური კადრი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს სტერილიზაციის პროცესს და უზრუნველყოფს უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვას. ჩვენს სალონს ორსული ქალბატონებიც სტუმრობენ, რადგან ჩვენმა თითოეულმა მომხმარებელმა იცის, რომ საიმედო ხელშია.
რა არის Nail Club Nutsubidze-ის უპირატესობა? რატომ უნდა მოვიდეს მომხმარებელი ამ სალონში?
უპირატესობებზე საუბრისას, უპირველესად მაღალკვალიფიციური პერსონალი მინდა გამოვყო. ჩვენ უპირატესობებს შორის ასევე არის მაღალი ხარისხის სამუშაო მასალები და ხელსაწყოები; სტერილიზაციის აპარატი, რომელზეც უკვე ვისაუბრე და, რა თქმა უნდა, მეგობრული და სასიამოვნო გარემო. სილამაზის სალონთან შესაძლოა პირდაპირ კავშირში არ იყოს, მაგრამ ჩვენი კიდევ ერთი პლუსი გახლავთ ის, რომ Nail Club Nutsubidze-ის მომხმარებლებს არასდროს აქვთ პარკირების პრობლემა, რადგან ჩვენს სალონთან მანქანის გასაჩერებელი ადგილი ყოველთვის მოიძებნება.
რამდენად მისაღები ფასებია სალონში?
თუ გავითვალისწინებთ იმ მომსახურების ხარისხს, რომლის მიღებაც ჩვენთან არის შესაძლებელი, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასები დაბალია. უფრო ზუსტი განმარტებისთვის, ქართულ ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ კომპანიას დავესესხები სლოგანს და გეტყვით, რომ ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია.
სპეციალისტებზეც გვესაუბრეთ.
როგორც უკვე აღვნიშნე, გვყავს მაღალკვალიფიციური და საკუთარი საქმის პროფესიონალი თანამშრომლები. მათი ნაწილი ჩვენს სალონში დიდი გამოცდილებით მოვიდა და Nail Club Nutsubidze-ს უკვე მიღებული ცოდნით შეუერთდა. მეორე ნაწილი კი ის თანამშრომლები არიან, რომლებმაც გამოცდილება ჩვენთან დააგროვეს, ჩვენთან ისწავლეს და იქცნენ მაღალი დონის სპეციალისტებად. თანამშრომელთა ეს მეორე ნაწილი ჩვენი სალონის ერთ-ერთ მიღწევად მიმაჩნია, რადგან ქართული შრომის ბაზარს მათი სახით კონკურენტუნარიანი წევრები შევძინეთ.
სამომავლოდ რას გეგმავთ?
Nail Club Nutsubidze განვითარების პერმანენტულ რეჟიმშია, ამიტომ ჩვენი სამომავლო გეგმების სია საკმაოდ ვრცელია და მათ ჩამოთვლას მირჩევნია, განხორციელების შემდეგ ფაქტების დემონსტრირება მოვახდინო. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ჩვენი სალონი მომსახურების ხარისხს არასოდეს დაწევს, რაც ჩვენი სამომავლო გეგმების სიაში ყოველთვის იყო, არის და იქნება ნომერ პირველი პუნქტი.