სალონი Art De Briller თითქმის ორი თვეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა და ქალბატონების ყურადღების მიქცევა უკვე მოახერხა, თუმცა რა გასაკვირია, რომ მისი ბრჭყვიალი სალონის ფანჯრებიდანაც თვალს ჭრის ნებისმიერ გამვლელს. სახელი Art De Briller-იც ბრჭყვიალის ხელოვნებას ნიშნავს. სალონში დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი და რაც მთავარია, უმაღლესი ხარისხის სტერილიზაციის აპარატი, რომელზეც უფრო დეტალურად სალონის დამფუძნებელი, სოფო მაყიშვილი გვიამბობს.
როდის გახსენით სალონი Art De Briller და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
პროფესიით ექიმი ვარ, თუმცა ყოველთვის მინდოდა მქონოდა სივრცე, რომელიც სილამაზესთან და ესთეტიკასთან იქნებოდა დაკავშირებული. ხომ იცით, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს დროც მაშინ დადგა, როცა სრულიად ექსპრომტად გადავწყვიტე გამეხსნა სალონი, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ფრჩხილის მოვლისთვის ყველა საჭირო პროცედურა.
უპირველესად, შევარჩიე ადგილი, შემდეგ გავაკეთე რემონტი და 28 აგვისტოს გავხსენი სალონი Art De Briller. მომხმარებლებს ვთავაზობთ მანიკიურისა და პედიკიურის სრულ მომსახურებას, მათ შორის ფეხისა და ხელის სპაპროცედურებს. გვაქვს მრავალფეროვან ფერთა პალიტრა, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულად ვაკმაყოფილებთ მომხმარებლის მოთხოვნებს. მათ ასევე ვთავაზობთ როგორც ფრჩხილის მოწესრიგების კომბინირებულ, ასევე აპარატურულ მომსახურებას.
რა არის Art De Briller-ის მთავარი უპირატესობა?
როგორც უკვე აღვნიშნე, ვარ ექიმი და აქედან გამომდინარე, ჩემთვის უმთავრესი სტერილიზაციაა. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო − მომხმარებელს თავი დაცულად და უსაფრთხოდ ეგრძნო. პრობლემები, რომლებიც სხვა სალონებში მომსახურებასთან დაკავშირებით მქონდა, ჩემთან გათვალისწინებული და მოწესრიგებული ყოფილიყო.
სწორედ ამიტომ, სალონის გახსნისთანავე, უპირველეს ყოვლისა, სტერილიზაციის უმაღლესი ხარისხის LAFOMED-ის პრემიუმკლასის აპარატი შემოვიტანე, რადგან ეს არის ჩვენთვისაც და მომხმარებლებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი. თანამედროვე სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებების გამოყენებით, დაცულია სისუფთავის მაღალი ხარისხი; სტერილიზაციის ოთხივე ეტაპი ხორციელდება იზოლირებულ ლაბორატორიაში. მსგავსი მომსახურებით არასოდეს არცერთ სალონში არ მისარგებლია. ინსტრუმენტები ჯერ მუშავდება ხსნარში, ხოლო შემდეგ ირეცხება, ინდივიდუალურად იფუთება და თავსდება ავტოკლავში, რომელშიც სტერილდება. ეს არის აპარატი, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებებში მოიხმარენ.
რატომ Art De Briller?
უპირველესად იმიტომ, რომ მინდოდა განსხვავებული ყოფილიყო. ისეთი, არასოდეს რომ არ დაგავიწყდება და მუდამ თვალში მოგხვდება. Art De Briller ქართულად „ბრჭყვიალის ხელოვნებას“ ნიშნავს. მინდოდა შესაბამისი ყოფილიყო სალონი და სახელი ერთმანეთთან, და ვფიქრობ ეს გამოვიდა.
რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
ამ ეტაპზე მხოლოდ პედიკიურისა და მანიკიურის პროცედურებს ვთავაზობთ მომხმარებლებს, თუმცა ახლო მომავალში ვფიქრობთ დავამატოთ სხვა მომსახურებებიც.
რაც შეეხება ფრჩილის მოწესრიგებას, გვაქვს არა მარტო კლასიკური, არამედ ფრჩხილების აპარატურული დამუშავება, რაც სიახლეა ბაზარზე და ახლა ინერგება საქართველოში.
გვესაუბრეთ Art De Briller-ის გუნდზე.
ვფიქრობ, მხოლოდ სურვილი და მიზანი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სალონი სრულყოფილი იყოს, ამიტომ აუცილებელია პროფესიონალი კადრები. აქედან გამომდინარე, Art De Briller-ში მუშაობენ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც მომხმარებელს სრულ მომსახურებას უწევენ და მის ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებენ.
სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.
სამომავლოდ, უამრავი გეგმა გვაქვს. ერთ-ერთი ის არის, რომ ვაპირებთ გაფართოებას და სხვა მომსახურებების დამატებას. გარდა ამისა, მომხმარებელს შევთავაზებთ სრულიაც განსხვავებულ სერვისს, მიუხედავად იმისა, რომ სტერილიზაცია ჩვენთვის უმთავრესია. არიან მომხმარებლები, რომლებსაც სურთ ინსტრუმენტების ინდივიდუალური პაკეტი და ახლო მომავალში მათ ამასაც შევთავაზებთ.