ბიოსიო - ეს არის საქართველოში წარმოებული კანისა და თმის მოვლის ნატურალური საშუალება, რომელიც უკვე ორი წელია საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა და უამრავი ქალბატონის ცხოვრებაში დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი.
ცოტა ხნის წინ ბიოსიოს გუნდს მის საქართველო 2018 - ნინი გოგიჩაიშვილი შეუერთდა და სწორედ ის წარმოადგენს კომპანიის სახეს.
ბიოსიოს პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით, მათ შორის ალოე ვერას წვენით, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთით, მდიდარი და სასარგებლო ბუნებრივი ინგრედიენტებით და რაც მთავარია არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. თითოეული მათგანი უზრუნველყოფს პრობლემის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებას.
ბიოსიოს პროდუქცია მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: შამპუნებს, კრემებს და საპნებს.
ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი, რომელიც დამზადებულია აბუსალათინის, ქოქოსის, ნივრის ზეთსა და წიწაკაზე. ორი–სამი გამოყენების შემდეგ უკვე იგრძნობა შედეგი და ამცირებს თმის ცვენას.
კრემები მოიცავს 4 სახეობას, ესენია მშრალი კანისთვის, გამონყარისთვის, მგრძნობიარე და კომბინირებული კანისთვის. თითოეული მათგანი ასევე ორი–სამი გამოყენების შემდეგ ამცირებს გამონაყარს. განსაკუთრებით კარგია აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. მათი გამოყენება შესაძლებელია თინეიჯერული ასაკიდან.
ბიოსიოს ეფექტურობის მთავარი მიზეზი ის არის, რომ პროდუქცია მზადდება ცივი მეთოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიტამინები და ჯანსაღი პროდუქტები არ იკარგება და მაქსიმალურად ნარჩუნდება.
კომპანიის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობა გამოცდილი და ახალგაზრდა ტექნოლოგთა სინთეზია, რომლებიც ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ მომხმარბელს შესთავაზონ საუკეთესო ხარისხის, მრავალფეროვანი პროდუქცია.
უახლოვეს მომავალში კომპანია დუშგელის, ტუჩსაცხების და სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების დამატებასაც გეგმავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბიოსიოს პროდუქციით მალე მამაკაცებიც ისარგებლებენ.