თანამედროვე სერიალები დიდიხანია გამოვიდნენ უბრალოდ ტელეშოუს ჩარჩოებიდან. დღეს, მათი შემქმნელები ცდილობენ შეეხონ აქტუალურ სოციალურ თემებს, შეისწავლონ ისინი და გასცენ პასუხები მაყურებელთა შეკითხვებს.
#1 Fleabag / ნაგავი
სერიალის მთავარი როლის შემსრულებელმა და ამავდროულად სცენარისტმა ფიბი უოლერ-ბრიჯმა ტექსტი თავდაპირველად მონოლოგის ფორმის პიესად დაწერა, მაგრამ შემდეგ ორი სეზონიც გადაიღო, რისთვისაც 3 "ემი" დაიმსახურა. მისი პერსონაჟი 30 წლის ლონდონის მაცხოვრებელია, რომელსაც თავისებური ცხოვრების წესი აქვს და ამას არც მალავს. მაგრამ, ნორმალური ურთიერთობა არ გამოსდის არც კაცებთან და არც ოჯახის წევრებთან. ხანდახან ისე გვეშინია საკუთარი გრძნობების, რომ მათ ღრმად ვმალავთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაითქმებიან.
#2 Disenchantment / იმედგაცრუება
"სიმპსონების" შემქნელების მიერ გადაღებული ახალი ანიმაციური სერიალი ნეტფლიქზე ცოტა ხნის წინ გამოვიდა. მთავარი გმირი პრინცესა ტიაბინია, რომელსაც როგორც წესი ბოროტი დედინაცვალი, კეთილი მამა და ტრაგიკულად დაღუპული დედა ჰყავს. მაგრამ, ის ჩვევებით არ ჰგავს ნამდვილ პრინცესას, ის ჩვეულებრივი გოგონაა თავისი დემონებითა და ტრავმებით. თუმცა, სიუჟეტი გაჯერებულია იუმორით, რაც პრობლემებს სხვა კუთხით გვანახებს.
#3 Big Little Lies / დიდი პატარა ტყუილები
ამ ფსიქოლოგიურმა დრამამ ეფექტურად მოახდინა #metoo მოძრაობის წინ წამოწევა და ქალთა ძალადობაზე ხმის ამაღლება. არაჩვეულებრივი სამსახიობო დასის მეშვეობით რთულ თემებზე საუბარიც კი თავდაჯერებით ხერხდება. ვიკვლევთ თითოეული გმირის განვითარებას და ვსწავლობთ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ძლიერი ქალების მაგალითზე.
#4 Maniac / მანიაკი
მთავარ გმირს, ოუენს დაუსვეს დიაგნოზი - შიზოფრენია. უმუშევარი ემა სტოუნის გმირი დეპრესიით და სუიციდზე ფიქრით იტანჯება. ისინი გადაწყვეტენ მონაწილეობა მიიღონ ახალი წამლის კვლევის პროგრამაში, რომელიც სრულ ფსიქიკურ გამოჯანმრთელებას ჰპირდებათ. გმირები ხვდებიან საკუთარ ცნობიერსა და არაცნობიერში, უცნაურ სამყაროში და სრულიად სხვა საქმეებით კავდებიან. სერიალი ხსნის ადამიანის პიროვნულ მხარეებს და გვახედებს მის თავში.
#5 Killing Eve / ევას მკვლელობისას
სიუჟეტის ცენტრში სოციოპათის და მეოცნების წინააღმდეგობას ვხვდებით. სერიალი გვიზიდავს არასტანდარტული ისტორიით და ნათელი პერსონაჟებით, რომლებსაც თავიანთი დემონები ჰყავთ კარადაში. ვილანელის მოდური იმიჯი უკვე უამრავმა გულშემატკივარმა შეიყვარა, ევას რუტინიდან გაქცევის სურვილი კი ბევრისთვის ახლობელია.