ადრიანა ლიმა 38 წლის ბრაზილიელი მოდელი და მსახიობია, რომელმაც ინდუსტრიაში თავი გარდა არაჩვეულებრივი გარეგნობისა თუ სტილისა, ცხოვრების ჯანსაღი წესით დაიმკვიდრა. ცნობილი ლამაზმანი სოციალურ ქსელებშ გამოქვეყნებული კონტენტით გავლენიან ინფლუენსერად იქცა იმ გოგონებისთვის, რომლებსაც ესა თუ ის მიზეზები უშლით ხელს საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნაში.
სპორტი, რომ ადრიანას ცხოვრების წესია, იმ დეტალშიც აისახა, რომ ის Puma-ს სპორტული ხაზის სახეც გახდა.
სწორედ ამ ბრენდის სამოსში გამოწყობილმა მოდელმა რამდენიმე საათის წინ გააზიარა ვარჯიშის შემდეგ გადაღებული ვიდეო, რომელიც ცხადყოფს რომ ცხოვრება რომელიც მოდელებს აქვთ დიდი შრომის შედეგია, ხოლო ძალისხმევა რომელსაც ადრიანა ამ ყველაფერში დებს, უდავო.