ბევრი ცნობილი სახე ახალგაზრდულ გარეგნობას ძვირადღირებული სახის მოვლის საშუალბებით ან პლასტიკური ქირურგიის ჩარევით ინარჩუნებს, თუმცა ჯენიფერ ენისტონს და რიზ უიზერსპუნს ახალგაზრდული იერსახის შენარჩუნების თავიანთი მეთოდი აქვთ.
OK! გთავაზობთ ცნობილი ქალბატონების სილამაზის რეცეპტს!
ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები დღესაც ისევე ახალგაზრდულად გამოიყურებიან, როგორც მაშინ, როდესაც კარიერას იწყებდნენ.
50 წლის ჯენიფერ ენისტონი და 43 წლის რიზ უიზერსპუნი დიდი ხანია მეგობრობენ და ჯანსაღი ცხოვრების წესსაც ერთნაირად მისდევენ. კვირაში 6 დღე ვარჯიშობენ, ყოველდღე ნიახურის წვენს სვამენ და დარჩენილი ერთი დღე კი ჭამენ იმას რაც სურთ.
რიზი და ჯენიფერი დღეს საუზმით არასოდეს იწყებენ,ისინი მოდურ 16/8 დიეტას ირჩევენ, რაც 16 საათის განმავლობაში დიეტის დაცვას და 8 საათის განმავლობაში თავისუფლად კვებას გულისხმობს.დიეტის დაცვა 16 საათის განმავლობაში საკვებზე უარის თქმა და მხოლოდ ჩაის, ყავის, წყლის და ნიახურის წვენის მიღებაა.
“დილაობით არასოდეს ვსაუზმობ, დიდ განსხვავებას ვამჩნევ, როდესაც 16 საათის განმავლობაში მხოლოდ მწვანე წვენს ვსვამ“ - ამბობს ჯენიფერი, რომლის მსგავსად რიზი დილაობით ნიახურის წვენს და ყავას მიირთმევს.
თუმცა დიეტოლოგების აზრით 16/8 დიეტა შეიძლება ყველასთვის განკუთვნილი არ იყოს.
რიზის დილა 7:30-ზე ვარჯიშით იწყება
გრძელდება მწვანე წვენით
"ლეგალურად ქერა" ვარსკვლავისგან განსხვავებით, ჯენიფერის დღე დილის 9:00 საათზე იწყება.
ჯენიფერი ამბობს, რომ ის ცდილობს კვირაში ხუთი დღე ივარჯიშოს და ნიახურის მწვანე წვენის მიღების შემდეგ ყოველთვის მედიტაციით დაკავდეს.