ნებისმიერი ქალბატონისთვის სასურველი წონის მიღწევა ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მიზანს წარმოადგენს, თუმცა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდება ხოლმე მისი შენარჩუნება. თითოეულ ადამიანს, ორგანიზმიდან გამომდინარე, განსხვავებული სტრატეგიით უწევს ბრძოლა და გამონაკლისი არც ვიქტორია ბექჰემია, რომელიც 45 წლის ასაკშიი სტაბილურად ინარჩუნებს წონას, რომელიც ამ ეტაპზე 49 კილოგრამს შეადგენს.
უპირველეს ყოვლისა, ვიქტორია გოგონებს ურჩევს, რომ რეგულარულად სვან წყალი და იზრუნონ ჰიდრატაციაზე, თუმცა ამის გარდა, როგორც აღმოჩნდა მის წონაზე არც მეტი, არც ნაკლები ალკოჰოლიც დადებით გავლენას ახდენს.
"მე ვფიქრობ ძალიან კარგია ყოველდღიურად ღვინის დალევაც. ამის შესახებ, სავარაუდოდ თავად ღვინის ინდუსტრიისგან გავიგე, თუმცა მე ისე მომწონს ეს სასმელი, გადავწყვიტე რუტინაშიც ჩამერთო," - აღნიშნავს ის.