ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდული იერის შენარჩუნება ნებისმიერი ქალბატონისგან განსაკუთრებულ ყურადღებასა და დროს მოითხოვს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე კანის მოვლას ეხება. თუმცა, როგორც ჩანს, არსებობს რამდენიმე მარტივი გამოსავალი და ერთ-ერთს ვიქტორია ბექჰემი გვიზიარებს.
45 წლის ბრიტანელმა დიზაინერმა, ცოტა ხნის წინ The Telegraph-ის ცნობილ გამოცემასთან საკუთარი ბრენდის გეგმებზე ისაუბრა და თავის მოვლის საკითხებსაც შეეხო. მას შემდეგ, რაც დიზაინერმა აღმოაჩინა რომ ბრწყინვალე კანის საიდუმლო საკმარისი რაოდენობის ცხიმის მიღებაშია, გადაწვიტა ავოკადო საკუთარი დღის რაციონში აქტიურად ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ ავოკადო დიდი რაოდენობით ცხიმებსა და ვიტამინ E-ს შეიცავს, რის გამოც კანს მუდმივ ტონუსსა და ბრწყინვალებას ანიჭებს, შესაბამისად, დიზაინერიც დღეში 3 ან 4 ავოკადოს მიირთმევს, შედეგი კი მისი ვიზუალიდანაც ცხადი ხდება.