როცა „ცუდი ბიჭი“ ხვდება „კარგ გოგოს“-მაშინ ხდება ნამდვილი ჯადოქრობა! საკუთარ თავში დარწმუნებული, არაპროგნოზირებადი და თამამი–სწორედ ასეთია CAROLINA HERRERA-ს ახალი უნიკალური არომატი BAD BOY, რომელიც პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ისი-პარი”-მ ქართველ მომხმარებელს წარუდგინა. BAD BOY-ს სიმბოლო ასოცირდება ჰეროიზმთან და ძალაუფლებასთან და ბოლომდე ასახიერებს მის გამოუცნობ, არაორდინალურ და მიმზიდველ ხასიათს!
როგორც "ისი-პარის"-ს მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განმარტა ეს არის იმ მამაკაცების სუნამო, რომლებიც არ ემორჩილებიან წესებს, არ ეშინიათ რისკის და არჩეული აქვთ საკუთარი გზა. სწორედ ასეთია ცუდი ბიჭი, რომელიც როგორც წესი კარგ გოგონებს მოსწონთ. BAD BOY—ეს არის მითი მეამბოხე სულზე, რომელიც არ ღალატობს საკუთარ თავს და პრინციპებს!
მაინც ვინ არის ეს გმირი? არ არის მარტივი იყო GOOD GIRL-ის შესაფერისი! BAD BOY-ს მთავარი გმირი–უდაოდ ასახავს თანამედროვე მამაკაცის იდეალებს: ელეგანტური, საკუთარ თავში დარწმუნებული და დამოუკიდებელი!
გაიცანით BAD BOY – ის ბრიტანელი მსახიობი Ed Skrein, რომელიც თითქმის ყველა განსახიერებულ როლში წარმოადგენს BAD BOY-ს. Ed Skrein ახალგაზრდა თაობის ერთ–ერთი ყველაზე კაშკაშა კინო ვარსკვლავია, ასევე თავისი რამდენიმე ნამუშევრის რეჟისორადაც გვევლინება. კარიერის დასაწყისში ის მუსიკით იყო გატაცებული და სულ მალე ჰოლივუდიც დაიპყრო. კინოკრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მისცეს მის მიერ ნათამაშებ როლს ცნობილ სერიალში „სამეფო კარის თამაშები“.
სუნამო გვიყვება ისტორიას თანამედროვე, მეამბოხე სუპერ გმირზე, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა იყოს ისეთი ცუდი, როგორიც გოგონებს იზიდავთ. მამაკაცი, რომელიც ამ სუნამოს იპკურებს მუდამ მზად არის გამოწვევებისთვის და მიდის რისკზე.
არომატს ორი მხარე აქვს - ნათელი და ბნელი და ის სწორედ ცუდი ბიჭის ხასიათს წარმოაჩენს. არომატის შემადგენლობაშია: წითელი და თეთრი წიწაკა, იტალიური მწვანე ბერგამოტი, კედარის ხე, ბობიტონკა და კაკაო.
რაც შეეხება ფლაკონს, რომელშიც ჯადოსნური სითხეა მოთავსებული, ისეთივე ჯადოსნურია, როგორიც თვითონ არომატი. CAROLINA HERRERA-ს ამ ფლაკონის წარმოებამ გაუსწრო თანამედროვე ტექნოლოგიებს. როცა იგი ხელში გიჭირავს, თავს გრძნობ სუპერ გმირად! სუნამოს სიმბოლო მუქი ლურჯი ელვაა, რომელიც გაფრთხილებას და მაღალ ძაბვას ნიშნავს, ეს კი კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ცუდი ბიჭის გამოჩენას.
„ისი-პარი“-მ არამხოლოდ სუნამოს ორიგინალურ შეფუთვაზე, არამედ მისი პრეზენტაციის განსხვავებულ კონცეფციაზეც იზრუნა.
ან ახლა და ან არასოდეს! ლამაზი თამაშების დრო დასრულებულია! აღარ არსებობს წესები, დროა საკუთარ ხმას და ემოციებს მიყვე და გადაიქცე ნამდვილ ცუდ ბიჭად! დაარღვიე წესები გაიელვე!
ასე, რომ BAD BOY უკვე საქართველოშია და ქართველ მომხმარებლებს მისი შეძენა „ისი–პარი“-ს მაღაზიათა ქსელებში შეუძლიათ.