ხშირად გვხვდება სიახლეები ცნობილი ადამიანების შესახებ, რომ ისინი მშობლები გახდნენ, მაგრამ ბებიის და ბაბუის სტატუსი ყველას ავიწყდება. ამჯერად წარმოგიდგენთ ვარსკვლავ ბაბუებს, რომელთა შესახებაც ალბათ ინფორმაცია არ გქონდათ და გაგიზიარებთ შვილიშვილებთან ერთად გადაღებულ საოცარ ფოტოებს:
#1 ჰარისონ ფორდი
ჰარისონი ჩვენთვის მუდამ ინდიანა ჯონსად დარჩება. მაგრამ, მას ახლა ჭაღარა თმა აქვს და 4 შვილიშვილი ჰყავს.
#2 პირს ბროსნანი
ერთ-ერთ ცნობილ ჯეიმს ბონდს კი 3 მშვენიერი შვილიშვილი ჰყავს.
#3 ჯიმ ქერი
უცნაურია ვიფიქროთ ჯიმზე, რომ შვილიშვილი ჰყავს, თუმცა მისი ბიჭუნა მართლაც იღბლიანია, რადგანაც კომიკოსი ბაბუა ჰყავს!
#4 ტომ ჰენქსი
ტომი თავის 3 შვილიშვილზე ამბობს, რომ მათ გარემოცვაში არასდროს იწყენს. მსახიობი ჯერჯერობით მათ ფოტოებს არ ასაჯაროებს.
#5 სტივენ სიგალი
სტივენმა ბაბუის როლი დიეალურად მოირგო.
#6 კევინ კოსტნერი
ისინი ერთად ბედნიერად დადიან ლაშქრობებში და თამაშობენ.
#7 მიკ ჯაგერი
Rolling Stones-ის როკ-ვარსკვლავს ბევრი შვილიშვილი ჰყავს.
#8 ჩარლი შინი
ჩარლი მუდამ აღტაცებულია საკუთარი შვილიშვილი გოგონათი.
#9 ოზი ოზბორნი
მთელი ოზბორნების ოჯახი შეშლილია! მათ გარემოცვაშ მუდამ მხიარულება სუფევს.
#10 სნუპ დოგი
სნუპსაც ძალიან უყვარს პატარასთან ერთად დროის გატარება. ხშირად აზიარებს საერთო ფოტოებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელებში.