ბათუმში, კლინიკა „დერმალაიფი“ ერთი წელია ფუნქციონირებს. მომსახურების მაღალი ხარისხითა და პროფესიონალი სპეციალისტების დამსახურებით, კლინიკას, ადგილობრივი მომხმარებლის გარდა, ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ.
(ნინო ჭყონია): „ერთი თვეა, რაც კლინიკის მენეჯერი ვარ. ჩვენი პაციენტები ძირითადად ადგილობრივი მომხმარებლები არიან, თუმცა ხშირია ტურისტებიც. მათ უფრო ერთჯერადი მომსახურება აინტერესებთ − მასაჟი ან სახის წმენდა. კეთდება პერმანენტული მაკიაჟი, რომელსაც ზაფხულში ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს. ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკის სიახლეს ფიბრობლასტის პროცედურა წარმოადგენს, რომელიც აშორებს სტრიებს, ნაოჭებს, მოშვებულ და მოდუნებულ კანს. პროცედურა აპარატის მეშვეობით ტარდება, ყოველგვარი ინიექციისა და წამლის შეყვანის გარეშე. შედეგი მომენტალური აქვს, თუმცა პროცედურების რიცხვი ინდივიდუალურია.
„დერმალაიფი“ მომხმარებელს სთავაზობს როგორც კოსმეტოლოგიურ, ასევე ესთეტიკურ მომსახურებას. ჩვენი სპეციალისტები რა თქმა უნდა სერტიფიცირებულები და კვალიფიციურები არიან“.
რატომ ირჩევენ „დერმალაიფს“?
ეს ალბათ იმ გარემოს დამსახურებაა, რომელიც ჩვენს კლინიკაშია შექმნილი. სწორად გაწერილი განრიგის გამო, მომხმარებელი ერთმანეთს არ ხვდება. ხშირად ხდება, როცა პაციენტს არ სურს თვალსაჩინო იყოს, რა სახის პროცედურას იტარებს. პროდუქცია, რომელსაც ვიყენებთ, არის მაღალი ხარისხის, ფრანგული წარმოების. არ ვიყენებთ კორეულს. ვცდილობთ ჩვენი მომხმარებელი სიახლეებით ხშირად გავანებივროთ. ზაფხულისთვის არაჩვეულებრივია ბიორევიტალიზაციის პროცედურა. გარკვეული პრეპარატები კანის ღრმა დატენიანებას უწყობს ხელს. ასევე, პლაზმოლიფტინგი, რომელიც ამ სეზონზეც ჩვეულებრივ კეთდება. თუ ზაფხულის ცხელ დღეებში ბოტოქსი და პილინგი მიზანშეწონილი არ იყო, ამ სეზონზე პროცედურისგან თავის შეკავება აღარ მოგიწევთ.
კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც გთავაზობთ, ეს გახლავთ − პირველად საქართველოში, კოსმეტოლოგიური კოლეჯი. იგი ჩემი და ექიმ-კოსმეტოლოგ ნანა წულუკიძის ხელმძღვანელობით გაიხსნება.