პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა Voulez-Vous-მ სუნამოს, Mon Guerlain-ის ახალი არომატი MON GUERLAIN EAU DE PARFUM INTENSE-ი წარადგინა. სუნამოს რომლის სახეც მსახიობი ანჯელინა ჯოლია, პრეზენტაცია ზურა შევარდნაძის გაშენებულ ულამაზეს გარდენიაში გაიმართა. Mon Guerlain-ის ყოველი ახალი კომპოზიცია თანამედროვე ქალურობის სხვადასხვა ასპექტს გამოხატავს. Mon Guerlain-ის ახალი არომატი, როგორც ყველასგან მრავალფეროვანი და განსხვავებული სურნელის ვარიაცია, არომატის ელემენტების საზღვრებს სცდება და არის მეტი ვიდრე უბრალოდ სუნამოს შემადგენელი ნაწილების ჯამი. შეიგრძენით ახალი, მეტად მგრძნობიარე ინტერპრეტაცია, რომელიც აძლიერებს თქვენს ემოციებს და კანზე ნამდვილ ალქიმიას ქმნის. მისი სურნელის წყალობით, რომელიც არის - ნაზი და ამავდროულად მიმზიდველი, დელიკატური და ძლიერი, მსუბუქი და თავდაჯერებული - ყოველი ქალბატონი შეიყვარებს ამ ახალ არომატს.
არომატი შთაგონებული და შექმნილია ქალბატონებისთვის, რომლებსაც ესმით საკუთარი თავის, მიჰყვებიან საკუთარ გზას, შეუძლიათ გამოხატონ ქალურობის ყველა ასპექტი: იყვნენ ძლიერები და ამავდროულად ნაზები, იყვნენ სავსე სიყვარულის შეგრძნებით. ახალი სუნამოს წყალი გამოირჩევა შემადგენლობების თამამი ნაზავით, რომელიც მეტად უნიკალურია. ეს არის ახალი შეგრძნებების სურნელი, რომელიც მის მფლობელს აძლევს შესაძლებლობას გამოააშკარაოს საკუთარი თავი და უნიკალურობა. ელეგანტური, დინამიური, ამავდროულად გამამხნევებელი, რომელიც მეორე კანის მსგავსად ეფინება კანს. ეს არის MON GUERLAIN-ის ყველაზე ქალური ინტერპრეტაცია.
ორიგინალური ხელწერის წყალობით - ლავანდის, ვანილისა და სანდალის ხის ნოტებთან ერთად, არომატი ქმნის მეტად თამამ სურნელს, უსაზღვროდ მაცდურს და რბილს, ძლიერს და ამავდროულად ნაზს. Guerlain-ის სახლისთვის მნიშვნელოვანია შეუდარებელი ვანილის ნოტი, რომელიც არომატს სიმხნევესა და მიმზიდველობას მატებს. ფრანგულ ლავანდასთან, სანდალის ხის და ფაჩულის ნოტებთან ერთად, ვანილი გამორჩეულად ეფინება კანს.
ტერი ვასერისა და დელფინ ჯელკის მიერ შექმნილი შეუდარებელი აღმოსავლური არომატი ისეთი ძვირფასი ინგრედიენტების ნაზავია,როგორიცაა: ტაიტური ვანილი პაპუა - ახალი გვინეადან, სამბაკის ჟასმინი - ინდოეთიდან, სანდალის ხე - ავსტრალიიდან და პროვანსის ლავანდა. MON GUERLAIN EAU DE PARFUM INTENSE -ი ძლიერი, თავისუფალი და მგრძნობიარე არომატია, თანამედროვე ქალურობის ნამდვილი განხორციელებაა, რომელიც სურნელის მეშვეობით მოუწოდებს ქალბატონებს აღმოაჩინონ საკუთარი თავი და არასოდეს დათმონ თავისუფლება.
Guerlain-ის სახელი ანჯელინა ჯოლის ბავშვობის მოგონებს უკავშირდება, დედას და კერძოდ Guerlain-ის პუდრს. ეს კავშირი, საფრანგეთის და ფრანგული კულტურის ახალი აღმოჩენებით ვითარდება, რომელსაც საერთო ღერებულებები, ფასეულობები და ქალურობისადმი თანამედროვე დამოკიდებულება აერთიანებს.