თუ გიყვართ სიმყუდროვე, წყნარი და მეგობრული გარემო და გსურთ თავი საკუთარ სახლში იგრძნოთ სოლამაზის სალონი და•ლაქი სწორედ რომ თქვენთვისაა.
სალონი უკვე ხუთი თვეა, რაც ქალბატონების გალამაზებასა და გაბედნიერეაზე ზრუნავს. აქ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს თავის მოვლის სხვადასხვა საჭირო მომსახურებებით. OK! Magazine Georgia და•ლაქი–ს დამფუძნებელს ანა კურტანიძეს ესაუბრა.
ანა კურტანიძე: სალონი 2019 წლის თებერვალში შევიძინე, თუმცა თავდაპირველად ჰქონდა სხვა სახელი, ლოგო, ინვენტარი და იყვნენ სხვა სპეციალისტები. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ აუცილებელი იყო ყველაფრის შეცვლა და განახლება. დავიწყეთ ნულიდან, დამჭირდა ორი თვე იმისათვის, რომ საწყის ეტაპამდე მივსულიყავი და მაისში გავხსენით სალონი და•ლაქი განახლებული კონცეფციითა და შეცვლილი სპეციალისტებით.
ახლა რა ეტაპზე ხართ?
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ძალიან რთული იყო ყველაფრის ახლიდან დაწყება ახლა ძალიან კარგად ვართ, გვყავს საუკეთესო სპეციალისტები, ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი სახელის შეცვლამ განაპირობა.
რატომ გადაწყვიტეთ სალონისთვის და•ლაქი–ს დარქმევა?
იმიტომ, რომ დალაქი სტილისტი იყო, თან ქართული სახელია და ინტერიერიც ძველებურ სტილში გადავწყვიტეთ. ვფიქრობ ჩანაფიქრმა გაამართლა.
რომელ პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
თმასთან დაკავშირებით ყველანაირი პროცედურა გვაქვს, შეღებვა, შეჭრა, დავარცხნა, ბოტოქსი, კერატინი, ლამინირება, ბიო დახვვევა და სხვადასხცვა აღმდგენითი პროცედურები. რაც შეეხება ფჩხილებს, მაიკური, პედიკური, შილაკი, დაგრძელება და გამაგრება. ამ ეტაპზე გვყავს ორი სტილისტი და მანიკურის სპეციალისტი, რომლებიც იდეალურად უძღვებიან საკუთარ საქმეს.
რა არის თქვენი უპირატესობა?
ჩვენი უპირატესოა რა თქმა უნდა კომფორტული გარემო და რაც მთავარია მისაღები ფასებია, რომელიც ნეისმიერ სეგმენტს დააკმაყოფილებს.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
სამომავლოდ ვაპირებთ ეპილაციის და სოლარიუმის დამატებას, რათა მომხმარებელმა შეძლოს ერთ სივრცეში ყველა საჭირო მომსახურებით სარგებლობა. ასევე გვინდა ფილიალის დამატება.