სამწუხაროდ, ონკოლოგიით დაავადებულთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, თუმცა, საბედნიეროდ, კარგი ისაა, რომ საქართველოში უკვე არსებობს კლინიკა, რომელიც სრულფასოვან მომსახურებას გაუწევს ონკოლოგიურ პაციენტებს. უმაღლესი ტექნიკური აღჭურვილობა, ადგილობრივ ქართველ და უცხოეთიდან მოწვეულ ექიმებთან ერთად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პაციენტებმა საქართველოშივე მიიღონ იმ დონის მომსახურება, რისთვისაც, ისინი, ხშირ შემთხვევაში, უცხოურ კლინიკებს მიმართავენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, OK! რადიაციულ ონკოლოგ, პროფესორ ბრანისლავ ერემიჩს ესაუბრა, რომელიც სამედიცინო სფეროში არაერთი წიგნისა თუ სტატიის ავტორია, გახლავთ ჰარვარდისა და მეიოს უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორი. მის მიერ წლების წინ კლინიკური კვლევის შედეგად მიღებული შედეგები დღეს, სამედიცინო სფეროში სტანდარტად არის აღიარებული და მიუხედავად უამრავი შეთავაზებისა, ეს ადამიანი საქართველოში ჩამოვიდა და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ჰპირდება − თოდუას კლინიკაში. ვრცლად ამის შესახებ ჩვენს ინტერვიუში წაიკითხავთ.
მოგვიყევით თქვენ შესახებ.
სერბეთში დავიბადე. სამედიცინო სფეროში დიდი ხანია ვმსახურობ, არა მხოლოდ როგორც ექიმი, არამედ როგორც მკვლევარი. მყავს მეუღლე და ქალიშვილი.
რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა და თოდუას კლინიკასთან თანამშრომლობა როგორ დაიწყეთ?
თოდუას კლინიკასთან თანამშრომლობა ახალგაზრდა მენეჯერ გიორგი დიასამიძესთან მეგობრობითა და აზრების გაცვლით დაიწყო. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ კლინიკის ბედსა და სამომავლო გეგმებზე, რადგან მისი სურვილია, კლინიკა გახდეს წამყვანი სამედიცინო ცენტრი რეგიონში. თოდუას კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ ექიმებს, ბოლო თაობის სამედიცინო აპარატურას, მეგობრულ გარემოსა და პაციენტებზე მზრუნველობას ყველა ასპექტში. ის, რითაც მე მოვედი კლინიკაში, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებაა სიმსივნესთან ბრძოლის მეთოდებსა და მკურნალობაში. მე მაქვს ძალიან ბევრი კვლევა და მრავალი ახალი შეხედულება, როგორ უნდა ვებრძოლოთ სიმსივნეს. თოდუას კლინიკაში არიან ძალიან კარგი ექიმები და ვფიქრობ, ახალგაზრდა გუნდთან ერთად, შევძლებთ ჩვენი კლინიკა გახდეს მსოფლიოში პირველი თუ არა, რეგიონში წამყვანი სამედიცინო ცენტრი.
რამდენად გახშირებულია სიმსივნის მაჩვენებლები?
საქართველოს ჩათვლით, მსოფლიოში სტატისტიკა ძალიან არასახარბიელოა. ყოველ ჯერზე სიმსივნის ახალ-ახალი შემთხვევები გვხვდება და ეს, ალბათ, იქიდან გამომდინარეობს, რომ სიმსივნე არ არის ერთი კონკრეტული მიზეზის შედეგი. აქ მიზეზები შესაძლოა მრავალმხრივი იყოს: გარემო ფაქტორები, საკვები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სექსუალური ცხოვრება თუ გენეტიკური ფაქტორები. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ არც კი ვიცით რატომ ჩნდება ეს დაავადება. რას ვთავაზობთ ჩვენ ამ მიმართულებით? სიმსივნის კომპლექსურ მკურნალობას: დიაგნოსტიკით დაწყებული, ქიმიოთერაპიით დასრულებული. სწორედ ამიტომ არის ჩვენი სამედიცინო ცენტრი უნიკალური მთელ რეგიონში.
პაციენტები დროულად მოგმართავენ?
განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისგან, სადაც, როგორც წესი, დაავადების დროული დიაგნოსტირება ხდება, საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია შემთხვევა, როდესაც დაავადების მე-3, მე-4 სტადიაზე მოგვმართავენ ხოლმე და ადგილი გვაქვს ლოკალურად გავრცელებულ თუ უკვე მეტასტაზურ შემთხვევებთან. ბუნებრივია, ეს ართულებს მკურნალობას. მიუხედავად ამ ცუდი სტატისტიკისა, ჩვენი აღჭურვილობა, ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ძალიან მაღალ დონეზეა, რადგან იგივე დონის მკურნალობას ვთავაზობთ პაციენტებს, როგორსაც საზღვარგარეთ მიიღებდნენ. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი კლინიკა სთავაზობს ყველაფერს იმ ხარისხის შესაბამისს, როგორიც ეს არის ევროპის ქვეყნებსა თუ ამერიკაში. ამიტომ პაციენტს აღარ აქვს იმის საჭიროება, რომ მკურნალობის მისაღებად სხვა ქვეყანა ეძებოს.
ყველაზე მეტად სიმსივნის რომელი სახეობაა გავრცელებული?
მკერდის, პროსტატის... ვინაიდან საქართველოს რეალობაში სიგარეტის მოხმარების მაღალი მაჩვენებელია, ფილტვის სიმსივნეც ძალიან გავრცელებულია.
რატომ უნდა აირჩიოს პაციენტმა თოდუას კლინიკა?
ყველა პაციენტს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი კლინიკის ტექნიკური აღჭურვილობა არის ზუსტად ისეთი, როგორიც უცხოეთშია. ამიტომ მივმართავ პაციენტებს, რომ დღეს, შეუძლიათ თამამად მომართონ ჩვენს კლინიკას, რადგან ზუსტად იმავე ხარისხის მომსახურებას მიიღებენ, როგორსაც იღებენ კარგი ხარისხის უცხოურ კლინიკებში.
მულტიდისციპლინურ მიდგომაზე რას გვეტყოდით, რომელიც, მიმაჩნია, რომ თოდუას კლინიკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.
ჩვენ ვცდილობთ მოვიძიოთ ყველა სახის ინფორმაცია პაციენტის შესახებ − არ აქვს მნიშვნელობა, უშუალოდ ჩვენი პაციენტია თუ სხვა კლინიკიდან მოსული. ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, ყველა მიმართულების სპეციალისტი ერთად ვსხდებით და თითოეული პაციენტის შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ, რათა მათი ბედი სწორად განვსაზღვროთ. თითოეულ ჩვენგანს ბოლომდე გვაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც პაციენტთან მიმართებაში გვაკისრია.
როგორია ცხოვრება სამსახურს მიღმა?
თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, მუსიკის მოსმენა, სხვადასხვა საგამოფენო დარბაზსა თუ თეატრში სიარული. თბილისმა ძალიან შემაყვარა თავი და უკვე რამდენიმე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილიც კი გავიჩინე. ერთ-ერთი ასეთია რესტორანი „სულიკო“, რომელზეც ყურებამდე ვარ შეყვარებული. ზოგადად კი, თბილისში ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია, სადაც თავისუფალი დროის ხალისიანად გატარებაა შესაძლებელი − კარგ გარემოსა და სასიამოვნო საზოგადოებაში.
დაბოლოს, საქართველოზე რას გვეტყოდით?
შეყვარებული ვარ საქართველოზე. მეც იგივე ფასულობები მაქვს, რაც თქვენ და ამიტომ მარტივია ჩემთვის თქვენთან ურთიერთობა. ქართველები თბილი ურთიერთობებისთვის ძალიან მეგობრულები და გახსნილები არიან. საქართველო − ეს არის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ქვეყანა უამრავ სხვა ქვეყანას შორის.