"მიმაჩნია, რომ რთული არაფერია. თუ ადამიანი მოინდომებს ყველაფერი გამოუვა", - ინტერვიუ ფიბრობლასტის – პლაზმური კოაგულაციის სპეციალისტ თეონა წულუკიძესთან.
რა პროცედურებზე მუშაობთ და რამდენი ხანია რაც სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში ხართ?
ყოველთვის მქონდა ინტერესი და სურვილი, რომ მედიცინის სფეროს დავუფლებოდი და შემესწავლა, ასეც მოხდა თავდაპირველად მედდის კურსებზე ჩავაბარე და შემდგომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. სწორედ ამ პერიოდში შევქმენი ოჯახი და გარკვეული დროის შემდეგ მუშაობა დავიწყე ბანკში ფინანსურ სფეროში. ამან განაპიროა ის, რომ რაღაც პერიოდის განმავლოაში ჩემმა სამომავლო გეგმებმა უკანა პლანზე გადაიწია, თუმცა ვფიქრობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ ჩემი ნამდვილი პროფესია მიხმობდა, გავიარე დამატებით ფიბდობლასტის კურსი და დავიწყე საქმოსნობა ბათუმის კლინიკა „დერმალაიფში“.
რას მოიცავს პროცედურა ფიბდოპლასტი
ამჟამად ვმუშაობ ფიბრობლასტის პროცედურებზე - ეს არის ბოტოქსის ძალიან კარგი ალტერნატივა, რომელიც პლაზმა სხივის საშუალებით ასწორებს ნაოჭებს, ჭიმავს მოშვებულ და მოდუნებულ კანს, აშორებს სტრიებს, მეჭეჭებს, პაპილომებს, ხალებს, პიგმენტურ ლაქებს და ახდენს ტუჩის აწევა მოდელირებას.
გარდა ესთეტიკისა კიდევ რითი ხართ დაკავებული?
გარდა ესთეთიკისა ვმუშაობ ერთ–ერთ კერძო კომპანიაში ფინანსისტად, ასევე მაქვს ქალის ტანისამოსის სხვადასხვა ბრენდების მაღაზია Brand Mix, ვზრუნავ რომ ქალბატონები იყვნენ კარგად ჩაცმულები და მოვლილები.
რამდენად რთულია ერდროულად რამდენიმე სფეროში მუშაობა?
მიმაჩნია, რომ რთული არაფერია. თუ ადამიანი მოინდომებს ყველაფერი გამოუვა.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
სამომავლოდ ვგეგმავ საკუთარი ესთეთიკური ცენტრის გახსნას, მინდა ყველა ქალს შეეძლოს მისცეს თავს უფლება გამოიყურებოდეს საუკეთესოდ.