ნატაშა პოლი 15 წელია რაც სარეკლამო კამპანიებში და მოდის ჟურნალების გვერდებზე გვხვდება. ამ დროის განმავლობაში მას მუდამ უწევდა მაკიაჟის კეთება, რაც კანზე არც ისე დადებითაც აისახება. მიუხედავად ამისა, 35 წლის ასაკში ნატაშა თავს იდეალური კანით იწონებს. ერთ-ერთ ინტერვიუში Victoria’s Secret-ის ყოფილმა ანგელოზმა თავის მოვლის საიდუმლოებები გაგვანდო.
გაწმენდა
ყოველ დილით პოლი კანს სპეციალური Clarisonic-ის აპარატით იწმენდს. „არასდროს ვიყენებ ხელსახოცს მაკიაჟის მოსაშორებლად და ვცდილობ არაფრით მოვახდინო ზეწოლა სახეზე. მაკიაჟის მოსაშორებელ სპეციალურ სითხესაც არ ვიყენებ. ერთადერთი რაც მე მჭირდება, თვალებიდან მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებაა, რადგანაც შავ ლაინერს ხშირად ვხმარობ“. ვარსკვლავს აქვს თეორია, რომ სახე სხვადასხვა საშუალებებით არ უნდა „დავაბინძუროთ“, პოლის აზრით ეს ანთებას და სიწითლეს გამოიწვევს.
დატენიანება
კანის დასატენიანებლად მოდელი ორგანულ კრემებს იყენებს, როგორც დღის, ასევე ღამის კრემებს. უფრო ინტენსიური დატენიანებისთვის, ყოველდღიურ მოვლის რუტინას სხვადასხვა შრატს ამატებს. ბრწყინვალებისთვის პოლი ვიტამინი C-ს შემცველ საშუალებას ყენებს. ეს კომპონენტი სახეზე არათანაბარი ფერის არსებობას უმკლავდება.
ნატაშა აღიარებს, რომ გიჟდება სახის ნიღბებზე და ხშირად ანებივრებს კანს დამატებითი კვებით. მისი საყვარელი საშუალებები - კრემ-ნიღაბი Sisley Black Rose Cream Mask და მკვებავი ნიღაბი SK-II Facial Treatment. „სჯობს ნიღაბი საღამოს და დილით, მხიარული ღამის შემდეგ დაიდოთ. ამ დროს კანს აღდგენის უნარი აქვს და საშუალებები უფრო ეფექტურად მოქმედებენ“ - გვირჩევს მოდელი.
მაკიაჟი
ნატაშა აღიარებს, რომ სამუშაოსგან თავისუფალ დროს ცდილობს დეკორატიული კოსმეტიკა არ გამოიყენოს. მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ პოლი სახეს ვიზაჟისტს ანდობს.
მოდელი საზოგადოებაში გამოსვლისთვის კლასიკურ მაკიაჟს ამჯობინებს: იყენებს შავ ლაინერს, ტუშს, კონსილერს, პუდრას და ტონალურ კრემს. ნატაშა აღნიშნავს, რომ ხანდახან ექსპერიმენტს მიმრთავს და ლოყის ჩრდილებსაც იკეთებს, მაგრამ ყველაზე ხშირად აქცენტს ტუჩებზე აკეთებს და ღია ფერის ტუჩსაცხს ისმევს.