სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, შეშუპება, ტკივილი და წვა ფართოდ გავრცელებული პრობლემის − ქრონიკული ვენური დაავადების უხშირესი გამოვლინებებია. ქრონიკული ვენური დაავადება ზრდასრული პოპულაციის 70-80%-ს აწუხებს და განსაკუთრებით გამოხატული გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ხდება. ამიტომ მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება გაიგოს, თუ როგორ უნდა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ზაფხულის ცხელი დღეები მათთვის არ იყოს პრობლემური. დაავადების შესახებ უფრო დეტალურად სისხლძარღვთა წამყვანი სპეციალისტი, ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის დირექტორის მოადგილე − პროფესორი დავით ფარღალავა გვესაუბრება.
ბატონო დავით, უპირველეს ყოვლისა განვუმარტოთ მკითხველს, რა არის ქრონიკული ვენური დაავადება და რატომ მძაფრდება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში?
ქრონიკული ვენური დაავადება მდგომარეობაა, რომელიც ქვედა კიდურებში სისხლის უკუადინების დარღვევით ხასიათდება. ვენების ტონუსის დაქვეითება და მათ სანათურში არსებული სარქვლების ფუნქციის მოშლა ქვედა კიდურებში სისხლის შეგუბებას განაპირობებს. გარემოს ტემპერატურის მატება ვენების გაგანიერებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ არის, რომ გაზაფხულზე და კიდევ უფრო მეტად, ზაფხულის პერიოდში ქრონიკული ვენური დაავადების სიმპტომები მწვავდება და განსაკუთრებულად შემაწუხებელი ხდება პაციენტისთვის.
მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება განვმარტოთ, თუ რა არის ქრონიკული ვენური დაავადების გამომწვევი მიზეზები და ვის აქვს დაავადების განვითარების რისკი?
ქრონიკული ვენური დაავადების რისკი ზოგადად მაღალია გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე პირებში, ასევე ქალბატონებში. ასაკთან ერთად, რისკი კიდევ უფრო იზრდება. მის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ისეთი რისკ-ფაქტორების არსებობას, როგორიც არის ჭარბი წონა, ორსულობა, კონტრაცეპტივების გამოყენება, უძრავი ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს დღის განმავლობაში ხანგრძლივად დგომას ან ჯდომას, ნაკლებ ფიზიკურ აქტივობას.
რა სიმპტომები მიგვანიშნებს ქრონიკული ვენური დაავადების არსებობაზე?
ქრონიკული ვენური დაავადებისთვის დამახასიათებელი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიმპტომები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს გახლავთ სიმძიმე, ტკივილის ან შეშუპების შეგრძნება ქვედა კიდურებში, რაც განსაკუთებით გამოხატულია ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის დროს, უფრო მეტად საღამოს საათებში. ასევე შესაძლოა შეინიშნებოდეს წვის, სიმხურვალის, ქავილის შეგრძნება ქვედა კიდურებში და ღამის კრუნჩხვები. ეს ქრონიკული ვენური დაავადების საწყისი გამოვლინებებია. დაავადების პროგრესირების მანიშნებელია კანზე ობობისებრი ვენური ქსელის განვითარება, კანქვეშა ვარიკოზული ვენები, კიდურის კანის შეფერილობის შეცვლა და ბოლოს ვენური წყლული. ანუ, ქრონიკული ვენური დაავადება სერიოზული და პროგრესირებადი პრობლემაა. შესაბამისად, მკურნალობის დაწყება აუცილებელია პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე.
როდის და რა სახით უნდა მოხდეს დაავადების მკურნალობა?
დაავადების მკურნალობა აუცილებელია დაიწყოს პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე. ვიდრე მკურნალობის მეთოდებს განვიხილავდეთ, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ პაციენტი თავად უნდა ჩაერთოს აქტიურად პრობლემის მოგვარებაში. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ დაავადება არის ქრონიკული, და როგორც ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას, ყურადღება და მართვა სჭირდება არა მხოლოდ გამწვავების პერიოდში და არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ უწყვეტლივ, მთელი წლის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა: აუცილებელია წონაში დაკლება, ფიზიკური აქტივობა. კერძოდ, ფეხით სიარული ან სპორტის ისეთი სახეობით დაკავება, როგორიც ცურვაა. არ არის რეკომენდებული ხანგრძლივად დგომა ან ჯდომა, განსაკუთრებით – ფეხი-ფეხზე გადადებულ პოზაში. თუკი სამსახურიდან გამომდინარე დიდხანს გიწევთ ჯდომა, პერიოდულად უნდა ადგეთ და 2-3 წუთი გაიაროთ; უნდა მიიღოთ სითხის საკმარისი რაოდენობა, განსაკუთრებით – ზაფხულში; ატარეთ მოხერხებული ფეხსაცმელი, მოერიდეთ მაღალ ქუსლებს; არ არის სასურველი ცხელი აბაზანები, საუნა, მზეზე გადახურება; ბანაობის შემდეგ რეკომენდებულია ცივი შხაპის ჭავლის მიმართვა წვივებზე – ტერფიდან ზედა მიმართულებით.
რაც შეეხება ქრონიკული ვენური უკმარისობის მკურნალობის გზებს, არსებობს 4 ძირითადი მეთოდი: მედიკამენტური, კომპრესიული თერაპია, სკლეროთერაპია და ქირურგიული მკურნალობა. დაავადების სხვადასხვა სტადიის დროს, მკურნალობის შესაბამისი მეთოდია რეკომენდებული. რიგ შემთხვევაში, ეს მეთოდები კომპლექსურად გამოიყენება.
დღესდღეობით, მკურნალობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა მედიკამენტური თერაპია, რომლის ადრეულ ეტაპზე დაწყება მნიშვნელოვანია მკურნალობის ეფექტურობისთვის. ზოგადად, მედიკამენტური მკურნალობის მიზანი სიმპტომების შემცირება, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და დაავადების პროგრესირების შეფერხებაა. მედიკამენტური მკურნალობის შერჩევისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენადაა შესწავლილი და კლინიკურად დადასტურებული პრეპარატის ეფექტურობა, თუ რა დონის რეკომენდაცია აქვს. ასევე მხედველობაშია მისაღები მისი უსაფრთხოება და მიღების კომფორტულობა. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჩვენს პრაქტიკაში ფართოდ ვიყენებთ ფრანგულ ვენოტონურ მედიკამენტს – „დეტრალექსი“ 1000 მგ-ს, რომელიც დღეში მხოლოდ 1 ტაბლეტი მიიღება. „დეტრალექსი“ ეფექტურად ამცირებს ქრონიკული ვენური დაავადების სიმპტომებს: სიმძიმეს, ტკივილს, შეშუპებას ქვედა კიდურებში და სხვ. აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას. „დეტრალექსის“ სწრაფი და მაღალი ეფექტი განპირობებულია იმით, რომ მოქმედებს დაავადების ყველა ძირითად მექანიზმზე და აქვს დამზადების მაღალმიკრონიზებული ფორმულა. მისი კლინიკური ეფექტი შესწავლილი და დადასტურებულია მაღალსარწმუნო კვლევებით. სწორედ ამიტომ, „დეტრალექსს“ საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან მინიჭებული აქვს რეკომენდაციის უმაღლესი დონე ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობისთვის, მის ნებისმიერ სტადიაზე. აუცილებლად გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ მკურნალობის გარეშე დაავადება განიცდის პროგრესს და გადადის მძიმე სტადიაში. ამიტომ აუცილებელია დროულად იქნეს დაწყებული თანმიმდევრული და სისტემატიური მკურნალობა.