ფრჩხილები ბევრი გარემოებიდან გამომდინარე ზიანდება, მათ შორის ფრჩხილის ლაქის ხშირი გამოყენებისგანაც. დროთა განმავლობაში ფრჩხილები დეფორმირდება, არასწორად იზრდება, სუსტდება, ორად იყოფა... წარმოგიდგენთ მარტივ ნიღბებს, რომლებიც ამ უსიამოვნებსგან გიხსნით.
წითელი წიწაკის ნიღაბი
ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა შეურიეთ 10 წვეთ მდუღარე წყალთან, დაუმატეთ 1 ჩ.კ. ხელების მკვებავი კრემი, აურიეთ და ოდნავ გაათბეთ. გააშრეთ და დაიდეთ ფრჩხილებზე. გაიჩერეთ 15 წთ.
მდოგვის ნიღაბი
მდოგვი წითელი წიწაკის მსგავსად, ფრჩხილების ზრდის სტიმულირებას ახდენს და ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა. ნიღბის მოსამზადებლად, 1 ს.კ. მდოგვის ფხვნილი გახსენით ცოტაოდენ თბილ წყალში, დამატეთ ცოტა თაფლი, აურიეთ და თითების დაბოლოებებზე დაიდეთ. აუცილებლად ჩაიცვით რეზინის ხელთთმანები და 20 წუთით გაექეცით ხელების ერთმანეთთან შეხებას.
ნიღაბი ზღვის მარილით
ზღვის მარილს აქტიურად გამოიყენებენ ფრჩხილების მოვლის დროს. ის ხელს უშლის მათ გაყოფას და სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს. მთლიანი ლიმნისგან გამოწურეთ წვენი სრულად და ჩაყარეთ მასში მუჭა მარილი. ნაზავში მოათავსეთ თითები და გააჩერეთ 20 წუთით.
ნიღაბი იოდითა და მარილით
1 ს.კ. ზღვის მარილი გახსენით 1 ჭიქა წყალში და ჩააწვეთეთ 2 წვეთი იოდი. გადაუსვით ფრჩხილს ნაზავი დღეში რამდენჯერმე. ის თქვენს ფრჩხილებს გაამაგრებს და გაზრდის.
ლიმნის ნიღაბი
დაჭერით მომცრო ლიმონი, ჩააჭირეთ ფრჩხილები მის რბილ ნაწილს და გააჩერეთ 5-10 წუთით. ფრჩხილი ლიმნის წვენს შეისრუტავს, შემდეგ წყლით დაიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
ნიღაბი კომბოსტოთი და ბანანით
თეთრი კომბოსტოს ფოთოლი და ¼ მწიფე ბანანი დაჭყლიტეთ ბლენდერში დაუმატეთ 1 ჩ.კ. ნაღები და თაფლი, აურიეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ მიიღება. დაიდეთ ფრჩილებზე 20 წუთით. საგულდაგულოდ ჩამოიშორეთ რძეში დამბალი ბამბის ტამპონით.
ჟელატინის ნიღაბი
დარბილებული ფრჩხილები შეგიძლიათ ჟელატინითაც გაამაგროთ. 1 ჭიქა ადუღებულ წყალში გახსენით ნახევარი სუფრის კოვზი ჟელატინი, გააცივეთ ნაყენი და 10-15 წუთით ჩაალაგეთ მასში ფრჩხილები. ეს პროცედურა შეგიძლიათ კვირაში 2-3-ჯერ გაიმეოროთ.