LANCASTER Sun Beauty SUBLIM TAN Oil Free Milky Spray(SPF 30) − მზისგან დამცავი გასარუჯი ტანის რძე, უნიკალური ფუნქციებით. იცავს კანს UVA /UVB სხივების მავნე ზეგავლენისგან. პროდუქტი იდეალური, მშრალი რძისებრი ტექსტურით, რომელიც არ აჩენს ლაქებს საცურაო კოსტიუმზე (პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი პარი“)
COLLISTAR CONCETRATED SUPERTANNING UNGUENT − იდეალური გასარუჯი საშუალება, რომელიც არ შეიცავს ფილტრს, მაგრამ კანს ფარავს დამცავი შრით და იცავს მას გამოშრობისგან. მზის აბაზანების ხანგრძლივი მიღების მიუხედავად, ,კანი გლუვი და რბილია (პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ვულე ვუ“)
SHISEIDO SPORTS BB ( SPF 50+) – პროდუქტი სწრაფი მოქმედებით და თხევადი ტექსტურით, რომელიც იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზეგავლენისგან, დაზიანებისგან და დაწვისგან. დაფუძნებულია Shiseido-ს უნიკალურ ტექნოლოგიაზე WetForce, რომელიც აძლიერებს დაცვის დონეს წყალთან კონტაქტისას, ხოლო SuperViel – UV360 ყველა მხრიდან იცავს კანს. გამოყენების შედეგად, კანი მეტად ჯანსაღია და ერთფეროვანი (პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი პარი“)
LANCASTER COMFORT CREAM (SPF 50) ANTI-SALT & WATER RESISTANCE − მზისგან დამცავი იდეალური საშუალება ბავშვებისთვის, წყალმდგრადი ტექსტურით, რომელიც ინტენსიურად ატენიანებს, არბილებს და ამშვიდებს კანს. არ შეიცავს კომპლექსს, რომელიც ააქტიურებს რუჯის მიღებას (პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ვულე ვუ“)
COLLISTAR SUPERTANNING WATER MOISTURIZING ANTI-SALT GOLD − გამორჩეული ლიმიტური პროდუქტი, გამდიდრებული უნიკალური ამრეკლავი ოქროს ნაწილაკებით, რომლებიც ანათებენ კანზე და თქვენს რუჯს შეუდარებელ ოქროსფერ მბზინვარებას ანიჭებენ (პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ვულე ვუ“)
LANCASTER TAN MAXIMIZER After Sun − სხეულზე რუჯის შემდეგ წასასმელი დამატენიანებელი საშუალება, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს კანზე ფერს, ატენიანებს და კვებავს სხეულს. გამოყენების შემდეგ თქვენი კანი პრიალაა, რუჯი კი სხეულზე ოქროსფერი (პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი პარი“)
SHISEIDO EXPERT SUN PROTECTION Lotion (spf 30) − მზისგან დამცავი ლოსიონი, სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის (პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი პარი“)
SHISEIDO SUN PROTECTION SPRAY OIL FREE (SPF15) − მზისგან დამცავი საშუალება, რომელიც კანზე სწრაფად ნაწილდება და ეფექტურად იცავს UVA/UVB-სხივების მავნე ზეგავლენისგან. ნამავს და არბილებს კანს. უნიკალურია იმით, რომ გამოიყენება სახეზეც, ტანზეც, თმაზეც, იცავს მას სხვადასხვა დაზიანებისგან და უნარჩუნებს ფერს (პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი პარი“)