ზოი კრავიცმა სერიალი "დიდი პატარა ტყუილებით" უფრო მეტი ფულშემატკივარი შეიძინა. ის გამორჩეული გარეგნობით და ინდივიდუალური სტილის გამო განსაკუთრებით უყვართ.
მაკიაჟი და ვარცხნილობა
ყოველთვის ვატარებ თუნდაც მინიმალურ მაკიაჟს. მიყვარს Yves Saint Laurent-ის ტონალური კრემი. წარბებს ბუნებრივ მდგომარეობაში ვტოვებ. სკოლის პერიოდში დედის რჩევებს ყურს არ ვუგდებდი და მუდამ ვიკეთებდი მათ. ახლა ბედნიერი, რომ ისევ გამეზარდა და ისევ ისეთივე ფართოა. კოსმეტიკას ძირითად Nude ტონალობაში ვამჯობინებ. ახლა თმას აღარ ვიღებავ, რადგანაც ამ პროცესს დიდი დრო მიაქვს.
სახის და სხეულის მოვლა
ბავშვობიდან კანის მოვლას დედამ მიმაჩვია. ხშირად ვნიშნავ ვიზიტს კოსმეტოლოგთან. ვიყენებ სპეციალურად დაბანისთვის განკუთვნილ საშუალებას(Retrouvé Luminous Cleansing Elixi) და დამატენიანებელ ნიღაბს(ISUN Chlorella Algae Facial Mask). ჩემი კანი მწვავედ პასუხობს სტრესულ სიტუაციებს, ამიტომაც თიხის ნიღბებს ვიყენებ, რათა კარგად გავიწმინდო. მზისგან კანს SPF 27-ის შემცველობის პროდუქტით ვიცავ. ძალიან მიყვარს სხეულის მასაჟი, არა აუცილებლად მომადუნებელი. ხშრად ვსტუმრობ კორეულ სპა-სალონს.
ფიტნესი და დიეტა
ინტენსიური ვარჯიში - საუკეთესო ხერხია სტრესისგან თავის დასახსნელად. არ მყავს მწვრთნელი, დამოუკიდებლად ვარჯიში მომწონს. ფორმა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ვიმყოფები. ეს შეიძლება იყოს სირბილი, ტრენაჟორი თუ უბრალოდ სეირნობა. ვესწრები სეანსებს სხეულის თერაპიების შესახებ. ის დაძაბულობას ხსნის. იმუნიტეტისთვის ვიღებ ვიტამინებს B და D, თევზის ქონს... წახემსებისთვის შოკოლადს ვიღებ ან არაქისის პასტას. არ მომწონს ტკბილი სასმელები და კოქტეილები. უპირატესობას ვანიჭებ წითელ ღვინოს და ვისკის.