8 წლის წინ, საკუთარ ბინაში პირველი პაციენტის მიღებისას, ნათია ნუცუბიძემ ზუსტად იცოდა, რომ ახალ, ძალიან საჭირო საქმეს ჩაუყარა საფუძველი. დღეს მასთან მოხვედრა საოცრად რთულია, ამ სტატიის ავტორსაც სრული თვე დასჭირდა მასთან პროცედურების დასაწყებად.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების სიმრავლეს ვერ აუდიან, გაფართოებისგან ჯერ თავს იკავებენ. მიზეზი ძალიან ჰუმანურია − ეწინააღმდეგებიან საქმიანობის კონვეირულ პრინციპს და ხარისხის დაგდების ეშინიათ. ეს სერვისი ექსკლუზიურია, ფასები კი საკმაოდ ხელმისაწვდომი.
ალბათ ბევრს სმენია ლეგენდარული პროცედურის − კრიოლიპოლიზის შესახებ. ხალხურ ენაზე − ცხიმების მოყინვა. დიახ, ეს არის არაქირურგიული, არატრავმული მეთოდი, რომელსაც პლასტიკური ქირურგიის შედეგი აქვს. მეტიც − უკუჩვენება არ გააჩნია. ცხიმოვან უჯრედებს პირველ ეტაპზე 25%-ით, მეორეზე − 45%-ით, საბოლოოდ კი − 75%-ით ანადგურებს. პროცედურების ჩატარება სხეულის პრობლემური ნაწილების გარდა, სახეზეც ძალიან ეფექტურია. აღადგენს სახის ოვალს, აშორებს ღაბაბს. კორექცია ხდება ეტაპობრივად და შედეგი ძალიან ბუნებრივია. ეს მეთოდი რეალურად განეკუთვნება „კულტურული“ მოვლის კატეგორიას, როდესაც თქვენი გარეგნობის სიკეთისკენ ცვლილება თვალშისაცემია, მაგრამ ძალიან ბუნებრივი და დროში სწორად გაწერილი. ამ პროცედურების ჩატარება ნათია ნუცუბიძისა და შალვა აბულაძის კლინიკაშია შესაძლებელი. ისინი ამჯერად კლინიკა „ჯეოსვისში“ არიან განთავსებულნი.
მათი ისტორია ჰოლივუდურ ფილმს ჰგავს. შალვა აბულაძე და ნათია ნუცუბიძე − წყვილი, რომელმაც საბერძნეთში შეისწავლა სხეულის ძერწვის საქმე და დაგროვილი გამოცდილებით სამშობლოს დაუბრუნდა. ნათია პროფესიით ექიმი-რეაბილიტოლოგია.
ნათია:
„ხასიათით მაქსიმალისტი ვარ. თვითონ მქონდა წონის პრობლემა. მეთოდის შემუშავება საკუთარ თავზე ვცადე. პროცესში მივხვდი, რომ არ არსებობს შაბლონური მიდგომა და საკმაოდ შემოქმედებითი საქმეა. ყველას ორგანიზმი სხვადასხვა მიდგომას ითხოვს. აუცილებელია აზროვნება, მხოლოდ საზეპიროებით შედეგი არ მიიღწევა.
ჩვენს საქმეში მნიშვნელოვანია ტემპს არ ჩამორჩე, მუდმივად იმყოფებოდე საქმის კურსში და ეცნობოდე აპარატურულ სიახლეებს. ოცდამეერთე საუკუნეში თითქმის არ არსებობს მიუღწეველი შედეგი. ადამიანის ჭკუა და დახვეწილი ტექნოლოგია − ამ ორის სინთეზით წარმატება გარანტირებულია“.
შალვა:
„მასაჟის კეთების დიდი გამოცდილება მეხმარება, ნათიას ფეხი ავუწყო. გარკვეულ ეტაპზე მივხვდი, რომ სჯობს მას დავუდგე გვერდით და უარი ვთქვა სხვა სამსახურებზე. ჩვენი სავიზიტო ბარათი ოთხ ხელში მასაჟია. თავიდან ამით გავითქვით სახელი. ჩვენი მიდგომა და წარმატების საწინდარი ერთია − პაციენტით ცხოვრება, მისი ხასიათის, ცხოვრების ტემპის შესწავლა და შესაბამისი მკურნალობა.
„გასახდომი მასაჟის“ ცნება მე არ მომწონს. მასაჟი არის გამაჯანსაღებელი, რომელიც სხეულში მიძინებულ პროცესებს აღვიძებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აჯანსაღებს და შესაბამისად, მოდის ის ვიზუალური ეფექტიც, რომელსაც, პაციენტზე არანაკლებ ჩვენ ველოდებით ხოლმე“.
სამომავლოდ, ბევრი გეგმაა, რომლის გაჟღერებასაც ამ ეტაზე არ აპირებენ. მათი დამოკიდებულება და უზარმაზარი სიყვარული საქმისადმი, აუცილებლად მოუტანთ ბევრ წარმატებას.