კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობებით გამორჩეულ ქვეყანაში რთულია იპოვო ისეთი გარემო, სადაც ერთ სივრცეში მიიღებ როგორც სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელ, ისე სამედიცინო მომსახურებებს. თბილისის ბალნეოლოგიური სპაკურორტი ზაფხულის მოსვლასთან ერთად მომხმარებლებს სთავაზობს სხეულის გამაჯანსაღებელ და სარელაქსაციო პროცედურებს. ჩვენმა 80-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ კურორტზე არსებული პროცედურები უნიკალურია. მათ შორისაა:
ტალახით მასაჟი ცხელ ქვებთან ერთად − გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისითაც. სითბური ეფექტი მნიშვნელოვნად ამცირებს ზედმეტი წონის პრობლემას, შლის ცელულიტს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ხელს უწყობს დეტოქსიკაციას და გამოდევნის დიდი რაოდენობით წიდებს. ვულკანური წარმოშობის ტალახი არბილებს და აცოცხლებს კანის უჯრედებს, ხელს უწყობს მის რეგენერაციას.
კურორტი ასევე გთავაზობთ სარელაქსაციო ოთახს თერმული ქვებითა და გოგირდის აბაზანებით. თერმული ქვები ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას და აქვს დამამშვიდებელი სითბური ეფექტი. გოგირდის აბაზანებს კი აქვს უნიკალური თვისება, მინერალური წყლისგან გამოიმუშავოს სულფიდები, რომლებიც ღრმად აღწევს კანში და ამდიდრებს უჯრედების სტრუქტურას. ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე.
კურორტი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის მასაჟს: მანუალური, ტაილანდური, ოთხ ხელში, სამკურნალო, ანტიცელულიტური მასაჟი; ასევე ლიმფოდრენაჟის უნიკალურ აპარატს, რომელიც ეფექტურად მოქმედებენ სხეულის კორექციასა და ნივთიერებათა ცვლაზე.
სხეულის ფორმების გაუმჯობესებისთვის, ასევე, უნიკალური პროცედურებია შარკოს შხაპი და წყალქვეშა მასაჟი გოგირდოვან წყალში, ეფექტურია ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებისა და წონის კორექციისთვის, ამკვრივებს კუნთის სტრუქტურას, სხეულს ანიჭებს ტონუსს და აქვს ანტიცელულიტური მოქმედება. პროცედურების დროს ორგანიზმიდან გამოიდევნება დიდი რაოდენობით ტოქსინი, აქტიურდება კუნთების მუშაობა და ქრება ქრონიკული დაღლილობა.
მომხმარებელს ველნეს სპამომსახურებასთან ერთად შეუძლია ისარგებლოს სამედიცინო-დიაგნოსტიკური სერვისებით. ექიმის კონსულტაცია, უროლოგია, კარდიოლოგია, პედიატრია, გინეკოლოგია, ექოსკოპია, დუოდენალური ზონდირება − ეს იმ მომსახურებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც კურორტი გვთავაზობს.
თბილისის ბალნეოლოგიური სპაკურორტი მსოფლიო მასშტაბით უნიკალურია თავისი მრავალფეროვანი სერვისით და რაც მთავარია, ბუნებრივი სამკურნალო თვისებების მქონე პროცედურებით. კურორტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და გამოირჩევა კვალიფიციური, პროფესიონალი გუნდით.