რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებთ ყოველდღიურად?
ვინაიდან ტელევიზიაში ძალიან ხშირად მიწევს მაკიაჟის გაკეთება, ყოველდღიურად აღარ მოვიხმარ, რადგან ვფიქრობ, რომ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების გარეშე კანი სუნთქავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მაშინ, როცა საჭიროება მოითხოვს გავიკეთო თუნდაც მსუბუქი მაკიაჟი, ვიყენებ MAC-ის სახის ილუმინატორს და MaluWilz-ის ტუჩისფერ ტუჩსაცხს.
ეს პროდუქტები უცვლელია თუ სეზონთან ერთად იცვლება?
სუნამოები და ტუჩსაცხი დიდი ხანია არ შემიცვლია. ზოგადად, არ მიყვარს ცვლილებები, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში MAC-ის სახის ილუმინატორია ახალი.
აირჩიეთ პროდუქტი, რომლის გარეშე შინიდან არ გახვალთ.
ძირითადად, Histoires des parfums Blue-ს სუნამოს გარეშე არ გავდივარ შინიდან.