რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებთ ყოველდღიურად?
დილით, უპირველესად, სახეს ვიბან სპეციალური გელით, შემდეგ ვისვამ დამატენიანებელს. არ მიყვარს დეკორატიული კოსმეტიკა, ვიყენებ მხოლოდ მაშინ, თუ რომელიღაც მათგანი საჭიროა გადაღების დროს. წარმოდგენილი კოსმეტიკური საშუალებებიც გამოუვალი შემთხვევებისთვის მაქვს. მაგრამ თუ მაინც აუცილებელია მაკიაჟის გაკეთება, ვისვამ Max Factor-ის კორექტორს, რომელიც ძალიან კარგად ფარავს სახიდან უძილობასა და დაღლილობას.
ეს პროდუქტები უცვლელია თუ სეზონთან ერთად იცვლება?
ეს პროდუქტები სეზონურად იცვლება, რადგან ზამთარში ტონალურიც ემატება ჩემი კოსმეტიკის ჩანთას.
ამ ჩანთიდან აირჩიეთ პროდუქტი, რომლის გარეშე შინიდან არ გახვალთ.
ყოველდღიურად შინიდან აბსოლუტურად უმაკიაჟოდ გავდივარ, რადგან ძალიან მაწუხებს. თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ვისვამ Estee Lauder-ის თვალის ფანქარს. როცა მაქვს რუჯი, ვიყენებ პუდრს და თუ არ მაქვს − ტონალურს. იმ შემთხვევაში, თუ მინდა გავიპრანჭო, ვისვამ ტუშს. ასევე ჩანთაში ყოველთვის მაქვს თმის სამაგრი და ქლიბი. გარდა ამისა, ვიყენებ Beauty and the box-ის ტუჩების დამარბილებელს. საერთო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ Beauty and the box ძალიან კარგი მოფიქრებაა, რადგან უამრავი საინტერესო რამის აღმოჩენაა მასში შესაძლებელი. ძალიან კარგი რამ შემოგვთავაზა თეონა თავართქილაძემ ქალბატონებს. ასევე მაქვს „არმანის“ წითელი ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩზე შრება და ჩემთვის ყველაზე მისაღები ფერია.