„კაროტენი“ ბერძნული ბრენდია, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე არსებობის 35-წლიანი ისტორია აქვს. ის მზისგან დამცავი საშუალებების ფართო ასორტიმენტს აერთიანებს. „კაროტენის“ შექმნის ინსპირაციას წარმოადგენდა სტაფილო, რომელიც ცნობილია თავისი განსაკუთრებული ანტიოქსიდანტური და ეფექტური რუჯის მიღების დამხმარე თვისებით. ბრენდის ღირებულება მისი სანდოობა, თანამედროვეობა, მხიარულება, ინოვაციურობა და გამოცდილებაა.
2019 წლის მაისიდან „კაროტენი“ ქართულ ბაზარს შემოუერთდა და პროდუქციის დისტრიბუცია აქტიურად დაიწყო როგორც სააფთიაქო ქსელებში, ისე მსხვილსა და მცირე ზომის სავაჭრო ობიექტებში. OK! ბრენდის საქართველოს წარმომადგენლობის მარკეტინგის მენეჯერს, ეკა მაღლაფერიძეს ესაუბრა.
რით არის „კაროტენის“ პროდუქცია გამორჩეული? როგორია მისი შემცველობა?
„კაროტენის“ პროდუქციით ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ რიგი მიზეზების გამო. უპირველესად, აღვნიშნავ, რომ მას 35-წლიანი ისტორია და გამოცდილება აქვს მზისგან დაცვისა და გარუჯვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ იგი სრულ თანხვედრაშია მზისგან დამცავი საშუალებების შესახებ EU რეკომენდაციებთან. აქვს ოთხი დონის გაძლიერებული დაცვის სისტემა (UVB+UVA+VL+IRA), რომელიც ეწინააღმდეგება მზის სხივების ფართო სპექტრს და იცავს კანს ნაადრევი დაბერებისა და სხვა დაზიანებებისგან. კაროტენის მზისგან დამცავი საშუალებები არა მხოლოდ ულტრაიისფერი UVB და UVA ტიპის სხივებისგან იცავს კანს, არამედ ინფრაწითელი (IRA) და ხილული მზის სხივებისგანაც (VL), რაც გამოარჩევს მას სხვა პროდუქციისგან. რაღა თქმა უნდა, პროდუქცია შექმნილია უმაღლესი დონის ტექნოლოგიით, გაჯერებულია დამატენიანებელი საშუალებებით, რომელიც აუმჯობესებს კანის თავდაცვის უნარს მზის გამოსხივების დროს და უნარჩუნებს ოპტიმალური ტენიანობის დონეს.
პროდუქცია გამოირჩევა მისი ფართო ასორტიმენტითაც, მოიცავს მზისგან დამცავ, რუჯის მისაღებ და კომბინირებული ტიპის პროდუქციას, ასევე საბავშო ხაზს, რომელიც გამდიდრებულია ბეტა-გლუკანით, რაც ეხმარება ბავშვის მგრძნობიარე კანს გამოიმუშავოს იმუნიტეტი გარე მავნე ფაქტორების წინააღმდეგ და D პროვიტამინით, რათა გააუმჯობესოს მისი თავდაცვის უნარი ულტრაიისფერი გამოსხივების დროს.
რა უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც სურვილი აქვთ მიიღონ ჯანმრთელი რუჯი? როდისაა საუკეთესო დრო რუჯის მისაღებად?
რუჯი რომ ზაფხულის ერთ-ერთი აქტუალური თემაა, ამაზე ალბათ არავინ დავობს, თუმცა სამწუხაროდ ხშირია მზისგან დამწვრობის შემთხვევები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არ ვიცავთ იმ ძირითად წესებს, რომლებიც ასეთ შედეგებს თავიდან აგვაცილებდა.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელი რუჯი და ხარისხიანი მზისგან დამცავი საშუალებები ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია, ვინაიდან მზისგან დამცავი საშუალებები კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ასევე, რუჯის მიღება უნდა მოხდეს ეტაპობრივად და არა „დაჩქარებული წესით“ - ის, რაც კანისთვის ყველაზე დიდ სტრესია და დამწვრობას იწვევს.
ზოგადად, რუჯის მიღება დამოკიდებულია კანის ბუნებრივ შეფერილობაზე, რომელიც შეიძლება იყოს ღია, საშუალო ან მუქი ფერის. მიუხედავად კანის ბუნებრივი ფერისა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თავი ავარიდოთ მზის სხივებს 11:00-16:00 დროის ინტერვალში და გავითვალისწინოთ, რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით მეტად ძლიერი დაცვა ესაჭიროება მას. შესაბამისად, ყველაზე სასარგებლო და უსაფრთხო მზე რუჯის მისაღებად არის დილის 8:00 სთ-დან 11:00 სთ-მდე, და საღამოს 16:00 საათის შემდეგ. და ბოლოს: რაც უნდა წესების სრული დაცვით ირუჯებოდეთ, კანს და ზოგადად სხეულს თანდათან მაინც შემოეპარება სიმშრალე, ამიტომ აუცილებელია დღის განმავლობაში სულ მცირე 1.5 ლიტრი წყლის მიღება და კანის დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება დღეში მინიმუმ ორჯერ.
არსებობს მითი, რომ მზისგან დამცავი საშუალების კანზე დატანის შემთხვევაში, რუჯს ვერ მივიღებთ. რას იტყოდით ამ შეხედულების საპირწონედ?
ეს მოსაზრება მცდარია, ვინაიდან სწორედ მზისგან დამცავი საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი უსაფრთხო და ჯანმრთელი რუჯის მიღება. ვისაც ღია ფერის კანი აქვს და მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე ცდილობს რუჯის მიღებას, შედეგად აუცილებლად მიიღებს წითელ და დამწვარ კანს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კანის დაზიანებას გამოიწვევს. მზისგან დამცავი საშუალების გამოყენების შემთხვევაში კი რუჯი მიიღება შედარებით ნელა, თუმცა ის იქნება უფრო ღრმა და დიდხანს შენარჩუნდება, ვინაიდან კანი აღარ დაიწვება და აიქერცლება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დღეს უკვე მზისგან დამცავი საშუალებების ფართო არჩევანია მომხმარებლების წინაშე, მათ შეუძლიათ შეიძინონ პროდუქციის ის სახეობა რომელიც კომბინირებულ ეფექტს სთავაზობს მათ. ეს არის უსაფრთხო დაცვა და რუჯი ერთდროულად.
რით არის თქვენთვის კომპანიაში მუშაობა საინტერესო გამოცდილება?
კომპანია „ლიბო გრუპი“ გაყიდვების სფეროში მომუშავე წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელსაც ენდობიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები
და მათი ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანიაში 3 წელია რაც
მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი სფეროა. მიმაჩნია, რომ უნდა გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ, სხვა შემთხვევაში წარმატების შანსი ძალიან მცირეა. ბიზნესის მიმართულებით საზღვრებს გარეთ მიღებული განათლება კომპანიაში პრაქტიკულ სამუშაოდ მექცა. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის დოქტორანტი ვარ და გუნდში ყოფნა კვლავაც შესანიშნავ საშუალებას მაძლევს, მიღებული ცოდნა განვამტკიცო.
ჩემი საქმიანობა მოიცავს კომპანიის უცხოელ მომწოდებელთან ურთიერთობას, მათთან ერთად მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას, მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვას, ანალიზს, კლიენტებთან ურთიერთობას, სარეკლამო კონტენტის შექმნას და სხვა. საქმიანობა მუდმივად მრავალფეროვანი და არარუტინულია, ეს მაძლევს განვითარების საშუალებას და ხელს მიწყობს პროფესიულ ზრდაში.
რამდენად არის კომპანია სიახლეებზე ორიენტირებული?
„ლიბო გრუპი“ მაქსიმალურად არის ორიენტირებული სიახლეებზე, მომსახურების მაღალ ხარისხზე, განვითარებაზე და ინოვაციაზე. ინოვაციურობა არის „ლიბო გრუპის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას იყო განსხვავებული და გამორჩეული საერთო მასისგან.
დღეს სწორედ ინოვაციურობა განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას უკიდურესად კონკურენტულ ბიზნესგარემოში.
როგორია კომპანიაში მომუშავე გუნდი?
საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ფუნქციონირებს კომპანია „ლიბო გრუპის“ წარმომადგენლობითი ფილიალები, სადაც ჯამში დასაქმებულია 200-მდე
თანამშრომელი. გუნდი შედგება პროფესიონალი სპეციალისტებისგან, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ, სახავენ მიზნებს და ამ მიზნების მისაღწევად ბევრს შრომობენ. ძლიერი გუნდი კომპანიისთვის ღირებული აქტივია. რომ არა
თანამშრომელთა პროფესიონალიზმი, თავდაუზოგავი შრომა და ძალისხმევა, ალბათ კომპანია ვერ იქნებოდა ისეთი წარმატებული, როგორიც დღეს არის.
როგორ შეხვდა მომხმარებელი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოსვლას?
მომხმარებელთა მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესია და ეს შესამჩნევია
ბრენდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მათი აქტიურობით, სვამენ უამრავ შეკითხვას და ინტერესდებიან პროდუქციის მახასიათებლებით. ვგეგმავთ საინტერესო შეთავაზებებს, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მომხმარებელზე, ასევე წამახალისებელ კონკურსს ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. ასე რომ, მოვუწოდებ ჩვენ მომხმარებლებს, შემოგვიერთდნენ და გაატარონ ზაფხულის დღეები უდარდელად, „კაროტენთან“ ერთად.
სად შეიძლება მისი შეძენა?
ვინაიდან პროდუქცია საქართველოს ბაზარზე ახალი შემოსულია, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ბაზრის სრული დაფარვა, თუმცა რა თქმა უნდა იგეგმება მისი განთავსება ყველა სააფთიაქო ქსელში და მსხვილ სავაჭრო ობიექტებში. ამ ეტაპზე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია იმპექსის სააფთიაქო ქსელში, ზღვისპირა რეგიონის აფთიაქებში და სავაჭრო ობიექტებში.