რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებთ ყოველდღიურად?
არ ვარ მაკიაჟის ხშირი მომხმარებელი. თუ არ მაქვს გადაღება, ვცდილობ საერთოდ არ გავიკეთო, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იძულებული ვარ, ძირითადად NYX-ის კოსმეტიკას ვიყენებ. ეს ბრენდი ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია, და ვინაიდან არ მაქვს ტექნიკური ხელი, ძალიან მიადვილდება თუნდაც „ჩრდილების“ გაკეთება.
ეს პროდუქტები უცვლელია თუ სეზონთან ერთად იცვლება?
მაგალითად, Victoria’s Secret-ის ტუჩსაცხი ძალიან მომწონს და შეიძლება დიდხანს არ შევცვალო. ძირითადად, ტონალურს და ფერ-უმარილს ვცვლი, იმიტომ, რომ რამდენჯერაც ახალი შევიძინე, უკეთესი ფერები აღმოვაჩინე. თუმცა არის პროდუქტები, რომლებიც ძალიან მომწონს და მიჭირს მათი შეცვლა.
აირჩიეთ პროდუქტი, რომლის გარეშე შინიდან არ გახვალთ.
ყველაზე მეტად მიყვარს Victoria’s Secret-ის ტუჩსაცხი, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებ.