ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ვარჯიშია, რომელსაც თუ ერთხელ მაინც გამოცდი, აუცილებლად გახდება შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. FIT GALLERY − ეს არის სპორტული დარბაზი, სადაც თქვენ დაგხვდებათ ვარჯიშის რამდენიმე სახეობა, ერთ-ერთი მათგანი კი BODY ART-ის ვარჯიშებია.
Body Art − ეს არის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოიაზრებს ადამიანს, როგორც სხეულის, სულისა და გონების ერთიანობას. ვარჯიშის ეს სახეობა აერთიანებს იოგას, პილატესის, ცეკვისა და ტაი ჩის ელემენტებს. OK! Fit Gallery-ის მწვრთნელ მარიკა გოგოლაშვილს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს ვარჯიშის ამ სახეობის შესახებ.
როდის აღმოაჩინეთ ვარჯიშის ეს სახეობა?
22 წელია, რაც ფიტნესინსტრუქტორი ვარ. თავდაპირველად პილატესით დავიწყე, დაახლოებით 2 წლის წინ კი ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი პირველ ევროპულ პროგრამას Body Art, რომელიც The Bar Method-ის პროგრამაა და აქვს უნიკალური შედეგი: კუნთის სწრაფი ფორმირება, წონაში კლება, მაქსიმალური შედეგი მინიმალურ დროში, უსაფრთხო თერაპიული ზემოქმედება და სხვა. ვარჯიშის ეს სახეობა რობერტ სტეინბახერს ეკუთვნის, რომელიც ბავშვობაში ტანმოვარჯიშე გახლდათ, ტაიჩინით და იოგათიც იყო დაინტერესებული და ზრდასრულ ასაკში რეაბილოტოლოგი გახდა, ნელ-ნელა მოჰკიდა ხელი ამ პროგრამას და პროფესიონალებთან ერთად დაიწყო მისი განვითარება.
რა არის Body Art-ის უპირატესობა?
Body Art არის ძალოვანი, აქტიურ-პასიური ვარჯიშების პროგრამა, რომელიც უმტკივნეულოდ აგვარებს ხერხემლის პრობლემას. არის სტრესის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება და ჭიმავს ან ადუნებს ორგანიზმს, რაც სხეულის სწრაფი კორექციის საშუალებას იძლევა. ამ დროს კუნთში შედის ჟანგბადი და სისხლის მიმოქცევა აქტიურდება. არის საკმაოდ დიდი დატვირთვა და მუშაობს ყველა კუნთი. ზოგადად, შინაგანი მდგომარეობისთვის იდეალური ვარიანტია ვარჯიში.
რამდენად ბევრი მომხმარებელი ჰყავს ვარჯიშის ამ სახეობას?
მომხმარებელი საკმაოდ ბევრია, რადგან ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს. უფრო ხშირად სხეულის კორექციისთვის მოგვმართავენ, თუმცა ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლადაც მოდიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა საზოგადოებაში Body Art და საკმაოდ ბევრმა დაიწყო ვარჯიში. მომღერალი მადონაც ძალზე აქტიურად ვარჯიშობს მას შემდეგ, რაც ეს სახეობა აღმოაჩინა.
რამდენად სწრაფად მიიღება სასურველი შედეგი?
სასურველი შედეგი საკმაოდ სწრაფად მიიღება, თუმცა ვარჯიშთან ერთად აუცილებელია სწორი კვება და ძილი, ეს სამი კომპონენტი სხეულის სასურველი ფორმების მიღების მთავარი წინაპირობაა.