რა არის თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი?
პროფესიიდან გამომდინარე, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის არა მხოლოდ სასურველი, აუცილებელიცაა. ამიტომ, მას შემდეგ რაც გააზრებულად ვთამაშობ ფეხბურთს, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
იყენებთ თუ არა თავის მოვლის საშუალებებს ყოველდღიურად?
აუცილებლად. ყოველდღიური ვარჯიშისა და დატვირთვის შემდეგ, თავის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები ძალიან მნიშვნელოვანია.
რა დროს უთმობთ ვარჯიშს?
როცა საფეხბურთო სეზონი მიმდინარეობს, ვარჯიში და დატვირთვა ყველაზე მეტად ამ პერიოდში იზრდება. ცხადია, ინდივიდუალურადაც ბევრს ვვარჯიშობ, რადგან პირველი სეზონი ჩავატარე ევროპაში და დავინახე, რა მაქვს გასაუმჯობესებელი კიდევ უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ. მოედნის გარდა, ფიტნესდარბაზშიც ვვარჯიშობ და აუზშიც ვცურავ. დღევანდელ ფეხბურთს ათლეტური სხეული და დიდი ფიზიკური გამძლეობა სჭირდება.
აქცევთ თუ არა ყურადღებას ჯანსაღი კვების რეჟიმს?
ვებაზე ზრუნვა ვარჯიშივით მნიშვნელოვანია. მიყვარს ბევრი ისეთი საკვები, რომელზეც ყოველდღიურად, ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე უარს ვამბობ. კლუბის სამედიცინო შტაბი ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას ჩვენს რაციონზე, ასე რომ ამ მხრივაც ფორმაში ვარ.
რა წარმოადგენს თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებას?
საუკეთესო განტვირთვა გვერდით იმ ადამიანების ყოლაა, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს − ოჯახის წევრები და მეგობრები. თუმცა დატვირთული დღის ან თამაშის შემდეგ, ზოგჯერ მარტო ყოფნაც აუცილებელია. ამ დროს ვცდილობ, ძირითადად შინ ვიყო და ახალ ფილმებს ვუყურო, წიგნები წავიკითხო ან „ფლეისთეიშენი“ ვითამაშო.
რომელია თქვენი საყვარელი სუნამო?
maison francis kurkdjian.
როგორია იდეალური ქალი?
ისეთი, როგორიც გვერდით მყავს – ერთგული, ლამაზი, ჭკვიანი და ძალიან მხიარული.