მათთვის, ვინც ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის, არასასურველი წონისგან თავის დაღწევა საკუთარ თავზე გამარჯვებაა, თავდაჯერებით, სიცოცხლის ხალისითა და მეტი თვითრწმენით რომ ხელახალ დაბადებას ჰგავს. ზოგჯერ წონაში მატება მხოლოდ საყვარელ კერძებთან განშორების კეთილი ნების ნაკლებობას არ უკავშირდება, არამედ ბევრად ღრმა ფესვები აქვს. მთავარ მიზეზებზე პასუხის პოვნა კი ის გასაღებია, რომელსაც BCA-ში ამზადებენ. საქმიანობის სპეციფიკაზე, მის პრინციპებსა და უპირატესობებზე ცენტრის მენეჯერებს, კვებითი ქცევის მთავარ სპეციალისტსა და BCA ის დამფუძნებლებს, ასევე საოცარი შედეგით გარდაქმნილ პაციენტს OK! ესაუბრა.
ნათია ომერაძე − BCA-ის თანადამფუძნებელი, რეგიონული დირექტორი: „ბისიეი“ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს. ცენტრთან დაკავშირება კომფორტულია, რადგან პირად ქოუჩსა თუ კვებითი ქცევის სპეციალისტთან კონტაქტი დისტანციურადაც შესაძლებელია.
ისეთი მნიშვნელოვანი დეტალიც კი, როგორიც მაგალითისთვის ღამის კვების მართვაა, პირადი ქოუჩის ორ კვირაში ერთხელ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით რეგულირდება. თითოეულ ფილიალში მიმდინარეობს ჯგუფური თერაპიები, რაც მეთოდის ნაწილია. „ბისიეიში“ ორნაირი პაკეტი არსებობს. მათგან ერთს მაშინ მიმართავენ, როდესაც სახეზეა სიმსუქნე (11 კგ-ზე მეტი დასაკლები მასა) და ჭარბი წონა (11 კგ-ზე ნაკლები). „ბისიეის“ პროგრამა ნებისმიერი გემოვნებისა და საჭიროების ადამიანს ერგება, მათთვის რაციონი ინდივიდუალურად ყალიბდება, შესაძლებელია დაიწეროს ზუსტი მენიუ ან სურვილის შემთხვევაში, კალორაჟის, სამოქმედო ორბიტის ფარგლებში თავისუფლად მიირთვან ნებისმიერი საკვები. მნიშვნელოვანია ღამის კვების მართვაც.
პირველად საქართველოში „ბისიეიმ“ შექმნა ექსკლუზიური აპლიკაცია, რომელშიც მოცემულია წონის კლებისთვის რეკომენდებული (და არა მხოლოდ) პროდუქტები. თითოეულ პროდუქტს მინიჭებული აქვს თავისი ენერგეტიკული ღირებულება (კკალ), რაც გვაჩვენებს, თუ რამდენად ეფექტურია ამა თუ იმ პროდუქტის მიღება დღის კონკრეტულ მონაკვეთში. ამასთანავე, ცალკეული პროდუქტების გარდა, პროგრამა მოიცავს მზა კერძების კატეგორიასაც, რაც ბევრად კომფორტულს ხდის კლების პროცესს.
პროგრამა ფაქტობრივად ასისტენტის როლს ასრულებს წონის კლების ეტაპზე, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აპლიკაცია რჩება პაციენტთან პროგრამის დასრულების შემდეგ. პროგრამა განსაზღვრავს დღიურ ნორმას, შეტყობინების ფუნქციის მეშვეობით გვახსენებს კვებისა და წყლის მიღების დროს. „ბისიეი“ მრავალმხრივ უალტერნატივო ცენტრია, რომელიც ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა ამჟამადაც და სამომავლო პერსპექტივაშიც“.
რატომ დაინტერესდით ემსახურებოდეთ იმ საქმეს, რომელიც ადამიანებს წონის კლებაში ეხმარება?
თამუნა ბასიაშვილი − კვებითი ქცევის სპეციალისტი / BCA ის დამფუძნებელი: თანამედროვე სამყაროში ჭარბი წონა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად იქცა. სიმსუქნე აღიარებულია როგორც დაავადება, რომლის მკურნალობის დროსაც აუცილებელია რამდენიმე მიმართულებით მუშაობა. გამოცდილებიდან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ცენტრი, რომელიც მრავალ პროფილს მოიაზრებდა და ერთი კონკრეტული მიმართულებით არ წაიყვანდა პაციენტს, სადაც კვებითი ქცევის სპეციალისტი, ფსიქოლოგი, მასაჟისტი და ენდოკრინოლოგი ერთობლივი ძალისხმევით იმუშავებდნენ თითოეულ პაციენტზე.
რა უძღოდა BCA-ის დაფუძნების იდეას? როგორია თქვენი მრავალწლიანი გამოცდილება?
დაახლოებით 11 წელია ვმუშაობ ჭარბი წონის მქონე პაციენტებთან. ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად იცვლება მიდგომები, თუმცა მთავარი ღერძი ჯერჯერობით უცვლელია. ის, რომ ფსიქოლოგი უნდა წარმართავდეს კლების პროცესს, აპრიორია, რადგან 80% შემთხვევაში სახეზეა კვებითი დამოკიდებულება, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თან სდევს სხვადასხვა ტიპის დაავადება ან დარღვევა, რომელზეც დამატებით სპეციალისტის ჩართვაა საჭირო. ზუსტად ამიტომ, გადავწყვიტეთ ისეთი ცენტრის შექმნა, რომელიც პაციენტს დაეხმარებოდა გრძელვადიანი შედეგის მიღწევაში.
როგორი იყო მიზანი, მთავარი ჩანაფიქრი, რომლის შესრულებაც BCA-ის დაარსების გათვალისწინებით მოხერხდა?
ზოგადად, წონის კლება საკმაოდ რთული პროცესია, მით უმეტეს მაშინ, თუ ჭარბი წონა მოდის ბავშვობიდან. ასეთ დროს შესაძლოა მრავალი ფსიქო-ემოციური განცდის გადატანის შემდეგ ჩამოყალიბდეს არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც სოციალური ცხოვრების წარმართვისას ხელს უშლის ადამიანს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეუძლებელია ვითარდებოდეს არასწორი კვებითი ქცევისა და ჩვევების ჩამოყალიბების გარეშე, რომელიც შესაძლოა ზრდასრულ ასაკშიც აქტუალური იყოს ადამიანისთვის. გვინდოდა ისეთი ცენტრის დაარსება, სადაც ყურადღება ჭარბი წონის გამომომწვევ არაერთ ფაქტორსა და მისი დაძლევის რამდენიმე მექანიზმზე იქნებოდა კონცენტრირებული. მთავარი მიზანი საწყის ეტაპზე იყო ის, რომ საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა წონის კლების ჯანსაღი, კომფორტული, თანამედროვე ეფექტური მეთოდი, რომელიც კონცენტრირებული იქნებოდა როგორც ფიზიოლოგიურ, აგრეთვე მენტალურ პროცესებზე. რაც მთავარია, 100%-ით ქართულ რეალობაზე მორგებული.
გაიხსენეთ მრავალწლიანი მუშაობით მიღებული გამოცდილების განმავლობაში ის მთავარი წინაღობები, რაც პაციენტებში საბოლოო შედეგის დადგომას უშლის ხელს, როგორ ებრძვის ამ ბარიერებს BCA?
წინაღობა ძირითადად ყოველთვის იყო ფაქტი, რომ ჭარბ კილოგრამებს, თუკი მათი დაკლება არასწორი გზით მოხდა, ახასიათებს უკან დაბრუნება, ხშირად გაორმაგებული სახით. ასე ხდება, მაგალითად მკაცრი შეზღუდვების დროს: როცა ვიღებთ წონის კლების გადაწყვეტილებას, ვამკაცრებთ რაციონს, გამკაცრებით მიღებული პროგრესი შენელებას იწყებს, უფრო მეტად ვიზღუდავთ რაციონს და ფაქტობრივ შიმშილზე გადაგვყავს ორგანიზმი, პარალელურად პროგრესი ნელდება, რაც მოტივაციის დაცემას იწვევს, კულმინაციას კი დიეტის შეწყვეტა და დაკლებული კილოგრამების მომატება წარმოადგენს.
„ბისიეის“ მეთოდის მიხედვით დაუშვებელია შიმშილი. სწორედ ამიტომ, პაციენტები ტრენინგის განმავლობაში სწავლობენ საკვების ერთმანეთთან სწორად შეხამებასა და დღის განმავლობაში მათ სწორად გადანაწილებას, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს კომფორტულად, საყვარელი გემოს მონატრებისა და საყვარელი პროდუქტების აკრძალვების გარეშე მიიღოს სასურველი შედეგი. ამასთან ერთად, კურსის მიმდინარეობისას გამოყენებულია 25-მდე ფსიქოტექნიკა, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ფსიქო-ემოციური ფაქტორების დამუშავებას და საკვების მიმართ ჯანსაღი ემოციური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
როგორ მოარგეთ ქართულ რეალობას „ბისიეის“ უნიკალური პროგრამა? რა გაითვალისწინეთ?
გავითვალისწინეთ ის, რომ ჭარბი წონა და სიმსუქნე ადამიანების 90%-ში გამოწვეულია ალიმენტარული მატებით. შესაბამისად, მეთოდის შემუშავებისას გავითვალისწინეთ კვების კულტი ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაში, შესაძლო არასწორი კვებითი ჩვევები და ქცევები, სასარგებლო და შედარებით მავნე პროდუქტების მოხმარების სიხშირე და რაც მთავარია − დავინახეთ წონის კლების ჯანსაღი და კომფორტული მექანიზმის საჭიროება.
წლების განმავლობაში რა იხვეწება და რა რჩება უცვლელი სფეროში?
უფრო მეტად განმტკიცდა სწორი, ჯანსაღი კვების როლი წონის კლების პროცესში. საკმაოდ პროგრესული კვლევებიც კი ადასტურებენ იმას, რომ კლების პროცესი მხოლოდ შეზღუდვებით ან/და ფიზიკური აქტივობით გვაძლევს დროებით შედეგს. როდესაც კლებისას 80-90% ეთმობა სწორად კვებას, დარჩენილი 10-20% კი ფიზიკურ აქტივობას, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი წონის ლამაზად კლება და გრძელვადიანი შედეგის მიღება არა მხოლოდ კლების პროცესში − ჯანმრთელი ორგანიზმი მუდმივად საჭიროებს სწორ და ჯანსაღ კვებას.
რა არის თქვენი საქმიანობის სპეციფიკა და მთავარი მოტივაცია?
საქმიანობის სპეციფიკა, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათოა. ურთიერთობა გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც წონის კლებასთან ერთად, მთელ ცხოვრებას ცვლიან. ამის საშუალებას სამუშაო მეთოდოლოგია იძლევა. ადამიანი არის ბიო, ფსიქო, სოციალური არსება და თუ სხეული საჭიროებს მკურნალობას, ფსიქოლოგიური დახმარებაც აუცილებელია. ცენტრში პირველივე ვიზიტიდან დგინდება როგორც მომატებული კილოგრამების გამომწვევი ფსიქოლოგიური, ასევე სოციალური მიზეზები; ხდება სხეულის მასის ინდექსის, ორგანიზმში სითხისა და ცხიმის მოცულობის განსაზღვრა და შესაბამისი პაკეტის შერჩევა.
მთავარი მოტივაცია ის ათასობით ადამიანია, რომელიც წონის კლების პროცესთან ერთად თითქმის 180 გრადუსით ცვლის თავის ცხოვრებას, იბრუნებს ან აღმოაჩენს საკუთარ, რეალურ „მე“-ს, მეტად თავდაჯერებული, ბედნიერი და მიზანდასახული ხდება. სახეზეა არა მხოლოდ სხეულის მასის შემცირებით გამოწვეული ფიზიოლოგიური ცვლილება, არამედ შინაგანი გასხივოსნება და შეიძლება ითქვას, თავიდან დაბადება.
რას ურჩევდით მათ, ვისაც ჯერ ვერ გადაუწყვიტავს რა გზას მიმართოს წონაში კლებისთვის?
მთავარია სწორად შეარჩიოთ მასის კლების მეთოდი, გახსოვდეთ, რომ დაკლებულმა კილოგრამებმა უნდა გაგიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, განწყობა, და აგიმაღლოთ თვითშეფასება. არ მიმართოთ მონოდიეტებს და არ იშიმშილოთ. წონის კლება კომფორტულად და ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებით რეალურად შესაძლებელია. ნუ შეგეშინდებათ ხანგრძლივი პროცესების, რადგან კლების პროცესი მნიშვნელოვანია მიმდინარეობდეს სტრესის გარეშე, რადგან ახალშეძენილ უნარებს გარკვეული დრო სჭირდება გასამტკიცებლად. ამიტომ, ვისთვისაც წონის კლება პრობლემატური საკითხია და სურს, რომ შედეგი მთელი ცხოვრების განმავლობაში შეინარჩუნოს, მიანდოს თავი პროფესიონალ სპეციალისტებს, რომლებიც უხელმძღვანელებენ წონის კლების პროცესს.
როგორი იყო თქვენი პრობლემა და რა იქცა იმ ბიძგად, რამაც სპეციალისტთა მისვლა გადაგაწყვეტინათ?
ნინუცა უკლება - პაციენტი: ჩემი ამბავი დაიწყო ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან. ყოველთვის მაწუხებდა ჭარბი წონა და მუდმივად ვცდილობდი სხვადასხვა მეთოდით მის დამარცხებას. სპეციალისტთან მისვლა გადამაწყვეტინა სიცარიელისა და ვაკუუმში ყოფნის შეგრძნებამ, როცა ფიქრობ, რომ ხარ მარტო და არ აძლევ არავის საკუთარ სივრცეში შემოსვლის უფლებას.
„ბისიეში“ მისვლამდე, გიცდიათ წონაში კლების სხვა მეთოდები? რით განსხვავდება აქ არსებული პროგრამა?
მუდამ ახალი დიეტის ძებნაში ვიყავი, მაგრამ კონკრეტული დიეტა მთავრდებოდა, გარკვეული პერიოდი გაივლიდა და ჩემი წონაც ორმაგდებოდა. „ბისიეის“ მეთოდი განსხვავდება ყველა სხვა მეთოდისგან, რადგან მასთან ერთად შეგიძლია გააგრძელო ცხოვრება და არ შეიზღუდო, არ იცხოვრო აკრძალვებით და ამავდროულად, იყო მუდამ ფორმაში.
იყო თუ არა სირთულეები საბოლოო დანიშნულებამდე მისასვლელ გზაზე? რით ამსუბუქებდა ამას უნიკალური პროგრამა, რომელიც თქვენთვის შემუშავდა?
რაც შეეხება სირთულეებს, არ მქონია. დავიკელი 57 კგ წელიწადნახევარში. წონის კლების არცერთ ეტაპზე არ მქონია განცდა, რომ მარტო ვარ, მით უმეტეს, მაშინ მხოლოდ თამარ ბასიაშვილი მუშაობდა ჩემთან (7 წლის წინ არ არსებობდა „ბისიეის“ ცენტრი და შესაბამისად, პირადად კვებითი ქცევის სპეციალისტი კურირებდა ჩემი წონის კლების პროცესს). მე-6 წელია ვინარჩუნებ დაკლებულ კილოგრამებს და არ მაქვს შიში, რომ ოდესმე ისევ დავუბრუნდები ძველ წონას, რადგან დიეტის დროს ყოველთვის მქონდა რომელიღაც პროდუქტი ამოღებული რაციონიდან, რომელიც მეგონა, რომ ჭარბ წონას იწვევდა. სინამდვილეში, უბრალოდ არ ვიცოდი, როგორ უნდა გადამენაწილებინა პროდუქტები სწორად, ისე, რომ თან რაც მინდოდა ის მიმეღო და თან წონა დამეკლო. ჩემს წარმატებაში განსაკუთრებით დიდი როლი მიუძღვით სპეციალისტებს. ვფიქრობ, მონდომებისა და პროფესიონალი სპეციალისტის გარეშე, შედეგის მიღება თითქმის შეუძლებელია.
რას ურჩევდით მათ, ვისაც წონაში დაკლება სურს? როგორ იპოვონ ძალა საკუთარ თავში?
მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში წარმატებას ვერ მიაღწევ, თუ ერთი ომი მაინც არ მოიგე საკუთარ თავთან. მე სუბიექტურად ეს გამომივიდა! ვფიქრობ, ყველაზე მთავარი სურვილია, მონდომებაა, რომ მისი განხორციელება შეძლო. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, დღეს სულ სხვა ადამიანი ვარ. შეიცვალა ასევე მიზნები და შეხედულებები, გავხდი ძალიან თავდაჯერებული. მიხარია ცხოვრება და ამისთვის არ შემიძლია კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა არ გადავუხადო თამარ ბასიაშვილს და მის გუნდს. ხოლო მათ, ვისაც წონის კლება სურთ, ვურჩევ, დაუჯერონ გამოცდილ, პროფესიონალ სპეციალისტებს, მიმართონ „ბისიეისა“ და მის მრავალპროფილიან მეთოდს; არ ამყოფონ საკუთარი ორგანიზმი სტრესში და აუცილებლად გაითვალისწინონ სპეციალისტის რეკომენდაციები, რათა გრძელვადიანი შედეგი მიიღონ.
გიორგი ვადაჭკორია − BCA-ს მენეჯერი: „ბისიეის“ მეთოდის უნიკალურობის გარდა, თანმდევ მახასიათებელს გამოვარჩევდი, რომ ცენტრში სრული პერსონალი თითოეული ადამიანის საჭიროებებზეა მორგებული. მათი კომფორტის შესაქმნელად ყველაფერი გაწერილია. აქ არ არსებობს შეზღუდვები, წონის კლება არ უკავშირდება რაიმე სახის სტრესს და მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შედეგის შენარჩუნებაზე ზრუნვაც განსაკუთრებული დაკვირვების საგანია.
მითია, როცა გვგონია, რომ საყვარელი საკვებით, ქართული ტრადიციული სამზარეულოს რომელიღაც კერძით აუცილებლად წონაში მოვიმატებთ, რადგან რამდენადაც სასიამოვნოდ გასაკვირი უნდა იყოს, შესაძლებელია, საკმაოდ ნოყიერი და ერთი შეხედვით დიეტისთვის შეუსაბამო საკვები წონის კლებაში დაგვეხმაროს. „ბისიეის“ პაციენტი სწავლობს, როგორ მართოს საკუთარი კვება და ის სიამოვნების გარანტი იყოს.
მეთოდი მორგებულია ქართულ რეალობას. რამდენიმე თვეა, რაც კვებითი ქცევის სპეციალისტის მომსახურებას, მასაჟისტის, ენდოკრინოლოგისა და პირადი ქოუჩის სერვისი დაემატა. ერთიანი ძალისხმევით, საერთო შედეგამდე მისვლა იოლდება.
საწყისი, 4-დღიანი კურსის განმავლობაში ისინი ფაქტობრივად საკუთარი კვების ექსპერტები გახდებიან − სწავლობენ რა თავიანთ ორგანიზმზე დაკვირვებას, სწორი კვებითი რეკომენდაციებით და ფსიქოთერაპიული მუშაობით იყალიბებენ ახალ ჩვევებსა და სწორ დამოკიდებულებას საკვებისადმი. შეძენილი ცოდნა აძლევთ სწორი კვების პრინციპებზე მრავალფეროვანი მენიუს შექმნის საშუალებას, რაც თავისთავად, გამორიცხავს შეზღუდვებსა და საყვარელ კერძებზე უარის თქმას. ეს „ბისიეის“ მეთოდის პირველი საფეხურია, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სპეციფიკაში მთავარი გააზრებული ნაბიჯების გადადგმა, საჭირო ცოდნის ფლობა და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერაა. ამის შემდეგ მის პირად ქოუჩთან ერთად გრძელდება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მუშაობა, რაც მოიცავს კვებით რეკომენდაციებსა და თერაპიულ შეხვედრებს“.