Beauty and the box-ის შექმნის იდეის ავტორი თეონა თავართქილაძეა, beautybox 21-ე საუკუნეში, მსოფლიო მასშტაბით, შეიძლება ითქვას ყველაზე პოპულარული პროდუქტია ამ სფეროში, მისი კონცეფციიდან გამომდინარე.
როგორც ვიცი, თეონა იწერდა ერთ-ერთ უცხოურ ბოქსს. ეს პროცესი იმდენად აზარტული აღმოჩნდა, რომ მან გადაწყვიტა საქართველოშიც ყოფილიყო მსგავსი პროდუქტი. ასე გაჩნდა ბოქსის საქართველოში არსებობის იდეა.
დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაარსდა კომპანია და ვფიქრობ წარმატებულად მუშაობს „ბიუთი ბოქსის“ გუნდი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა აღმოაჩინოს მისთვის ახალი და საჭირო პროდუქტი, რომლის შესახებაც ჯერ არ იცოდა.
„ბიუთი ბოქსის“ კონცეფცია მოიცავს შემდეგს: ყოველი თვის ბოქსი უნიკალურია და არ მეორდება, ბოქსი კომპლექტდება 5-დან 8 პროდუქტამდე თავის მოვლის თუ დეკორატიული საშუალებებით, არის როგორც სატესტო ნიმუშები, ასევე სამგზავრო ზომები და სრული ზომის პროდუქტებიც კი. მისი შეძენა შესაძლებელია ონლაინპლატფორმის საშუალებით ვებგვერდზე: www.beautybox.ge ასევე ყუთს მოყვება ბროშურა, რომლითაც მომხმარებელი იღებს დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე თვის პროდუქტების შესახებ. ყოველთვე მომხმარებელს შინ მისდის ბოქსი, რომლის შიგთავსიც მისთვის უცნობია და სიურპრიზის ეფექტი აქვს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიაში ყველაზე მეტად სიურპრიზებით თეონა გამოირჩევა. მისი ლოიალურობა ზოგჯერ კომპანიის კონცეფციასაც სცდება (უფრო სწორად, ხშირ შემთხვევაში ასეა), პირდაპირ კომუნიკაციაშია თითოეულ მომხმარებელთან და ყველანაირ რესურსს იყენებს მათი სურვილების ასასრულებლად.
ჩვენი მომხმარებლის სეგმენტი ძალიან ფართოა − ქალბატონები 17-დან 65 წლამდე და არა მარტო ქალბატონები. რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვყავს გამომწერი მამაკაცებიც, რომლებიც უწერენ ბოქსს თავის ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს.
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოქსის გამომწერები გვყავს არა მარტო თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, და ბოქსების მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ბიუთი ბოქსი უზრუნველყოფს, ისე, რომ მომხმარებელს შინიდან გამოსვლაც კი არ სჭირდება.
ბოქსი ძირითადად კომპლექტდება საქართველოს ბაზარზე არსებული ბრენდების პროდუქციით, რომელსაც თეონა თავართქილაძე არჩევს და მხოლოდ მას შემდეგ ხვდება ბოქში ნებისმიერი პროდუქტი თუ მომსახურების ვაუჩერი, როდესაც თეონა მას საკუთარ თავზე გამოცდის.
გარდა იმისა, რომ ბოქსის შიგთავსი ყოველთვის აღემატება მის ღირებულებას, გამომწერს ეძლევა საშუალება, მილიონობით პროდუქტი, რომელიც გამოდის სილამაზის ინდუსტრიაში, ჯერ საკუთარ თავზე გატესტოს და შემდეგ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რომელი მათგანი შეიძინოს.
ყოველთვიურ სტანდარტულ ბოქსთან ერთად, თითქმის ყოველთვე მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ბიუთი ბოქსის გათამაშებებში, სადაც ყველა მომხმარებელს აქვს თანაბარი შანსი, მიიღოს დამატებით წამახალისებელი საჩუქრები − როგორც პროდუქტები, ასევე მომსახურების სხვადასხვა ვაუჩერი.
კომპანიის სამომავლო გეგმები მოიცავს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ინოვაციური პროდუქტი მოხვდეს ჩვენს ბოქსში. ჩვენი გამომწერების რაოდენობა დღითი დღე იზრდება და მათი ხარისხიანი მომსახურებაა ჩვენი მთავარი მოტივაციაც და სამომავლო გეგმაც.