ძილი არის ფიზიოლოგიური მოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას. არახანგრძლივ ძილს მოსდევს ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პრობლემები, რის დროსაც თავის ტვინის უჯრედები საგრძნობლად ზიანდება და ეს ყველაფერი ორგანიზმის ფუქციონირებაზე ცუდად აისახება. წარმოგიდგენთ რამდენიმე წესს, რომლის დაცვის შემდეგ ძილის პრობლემა სულ თუ არა, ნაწილობრივ მაინც გაგიქრებათ.
1. აუცილებლად ჩაიცვით კომფორტული ღამის პერანგი, ან ეგრეთწოდებული პიჟამა, რადგან სამოსი, რომელიც ბევრი რეზინითა და ღილებითაა გაწყობილი, აუცილებლად ხელს შეუშლის ორგანიზმს დასვენებაში. როგორც მეცნიერები გვეუბნებიან ზაფხულის ცხელ დღეებში უკეთესია საერთოდ სამოსის გარეშე თუ დაიძინებთ და ორგანიზმს მოდუნების საშუალებას მისცემთ.
2. მოერიდეთ დაწოლის წინა საათებში ზედმეტი საკვების მიღებას, რათა ორგანიზმი არ დამძიმდეს და უპრობლემოდ მოახერხოს კუჭ-ნაწლავის სისტემამ ორგანიზმთან ერთად დასვენება.
3. დაძინებამდე რამდენიმე საათით ვარჯიში დაეხმარება თქვენს ორგანიზმს ენერგიის დახარჯვაშ, რაც ცოტაოდენ ხანში ძილსაც მოგგვრით.
4. მიიღეთ აბაზანები, არც ზედმეტად ცხელი და არც ისე გრილი წყლის გამოყენებით. აბაზანის მიღების შემდეგ ორგანიზმი უფრო მოდუნდება და მშვიდად დაიძინებთ.