წარმოგიდგენთ სახის ნიღბებს, რომლებიც ნატურალური პროდუქტებისაგან მარტივად და დაბალ ფასად შეგიძლიათ დაამზადოთ სახლის პირობებში.
1. ერთ ჩაის კოვზ ქოქოსის ზეთს დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და ნალექიანი ყავა.
დამზადებული სკრაბი დაიტანეთ სახეზე და ხელების წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ, 10-15 წუთში კი ჩამოიბანეთ. პროცედურა დაგეხმარებათ კანის მკვდარი უჯრედების მოშორებაში.
2. ½ ავოკადოს დავუმატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ცოტაოდენი შვრიის ფანტელი.
ნიღაბი გაიჩერეთ დაახლოებით 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ. დაგიტენიანებთ და გაგიუმჯობესებთ კანის სტრუქტურას.
3. კვერცხის ცილას დაუმატეთ ერთი კოვზი თაფლი და ლიმონი.
ნიღაბი მოგიხსნით დაძაბულობას და სტრესს, დაგეხმარებათ კანმა უპრობლემოდ ისუნთქოს ზაფხულის ცხელი დღეებში.