როგორც წესი, ზაფხულის დასაწყისში ჯანმრთელობის და სილამაზის საკითხებს ყველა აქტიურად კურირებს. ერთ-ერთი კარგი მიგნება დეტოქსია, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმის ჯანსაღ აღდგენას ახდენთ. ამაში კარგად ერკვევიან მოდელები, რომლებმაც იციან რამდენადაა დამოკიდებული ადამიანის სილამაზე და კარგი განწყობა კვებაზე. ჭიქა წყალი ლიმნით, ქურქუმა და ვიტამინი C - საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებისთვის ცნობილი ჩამონათვალია და ორგანიზმსაც საჭირო ელემენტებით ავსებს. მაგრამ, დროდადრო, მათი არსებობა გვავიწყდება.
1. რეიჩელ ჰილბერტი: „მიყვარს მწვანე ჩაი და მუდამ ბევრ წყალს ვსვამ. სუფთა წყალს თაფლს და ლიმონსაც ვურევ“
2. ბლანკა პადილა: „ჯანჯაფილი და ფერმენტირებული პროდუქტები. მათ კარგი გავლენა აქვთ კანზე, იმუნურ სისტემასა და კუჭის მოქმედებაზე“
3. ნაომი კემპბელი: „გავურბივარ შაქარს და ბევრ წყალს ვსვამ“
4. ლილი სამნერი: „მე ვიღებ ყაყაჩოს ფხვნილს, ქურქუმას, ქლოროფილის აბებს, პრობიოტიკებს და ვიტამინ C-ს“
5. არიზონა მიუზი: „ერთ ჭიქა წყალს ერთ ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს ვუმატებ - ეს შედეგს სწრაფად მაძლევს.“