ქალაქ თბილისის დაარსების ისტორია თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს უკავშირდება, რომელსაც კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. კურორტის 80-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ აქ არსებული პროცედურები უნიკალურია. მათ შორისაა:
გოგირდის აბაზანები, რომელსაც აქვს უნიკალური თვისება, მინერალური წყლიდან გამოიმუშავოს სულფიდები, რომლებიც ღრმად აღწევს კანში და ამდიდრებს უჯრედების სტრუქტურას. გოგირდის აბაზანები რეკომენდებულია კანის დაავადებების (განსაკუთრებით − ფსორიაზი), რევმატიზმის, ძვალ-სახსროვანი დაავადებების სამკურნალოდ; ენდოკრინული და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დროს. ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე.
შარკოს შხაპის უნიკალური პროცედურა ეფექტურია ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებისა და წონის კორექციისთვის. აქვს ანტიცელულიტური მოქმედებაც. პროცედურის დროს ორგანიზმიდან გამოიდევნება დიდი რაოდენობით ტოქსინები. რეკომენდებულია ცენტრალური ნერვული სისტემისა და ხერხემლის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოსაწესრიგებლად, ორგანიზმში იმუნიტეტის ასამაღლებლად, კუნთების ატონიის დროს.
წყალქვეშა მასაჟი გოგირდოვან წყალში ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და სხეულის კორექციას; ორგანიზმს სძენს ტონუსს, აქვს ანტიცელულიტური მოქმედება. რეკომენდებულია მოტეხილობისა და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის.
პროცედურა რეკომენდებულია ძვალსისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, კანის, გულსისხლძარღვთა სისტემის, გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
პელოიდოთერაპია კურორტულ მედიცინაში ყველაზე აქტიურ მეთოდად მიიჩნევა. თბილისის ბალნეოლოგიურ სპაკურორტში გამოიყენება ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახი. ტალახის პროცედურა ადამიანის ორგანიზმში კანში არსებული ნერვული დაბოლოებების − რეცეპტორების ქიმიური, სითბური გზით აღწევს.
ტალახი გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით. სითბური ეფექტი მნიშვნელოვნად ამცირებს ზედმეტი წონის პრობლემას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ხელს უწყობს დეტოქსიკაციას და გამოდევნის შლაკებს. საუკეთესო საშუალებაა პოდაგრის სამკურნალოდ. გამოიყენება გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების დროს, ძვალ-სახსართა სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და კანის (ფსორიაზი, ეგზემა) დაავადებების დროს. ეფექტურია ტრავმების შემდგომი გართულებების სამკურნალოდ.
თბილისის ბალნეოლოგიური სპაკურორტი მსოფლიო მასშტაბით უნიკალურია თავისი მრავალფეროვანი სერვისით და, რაც მთავარია, ბუნებრივი სამკურნალო თვისებების მქონე პროცედურებით. კურორტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და გამოირჩევა კვალიფიციური, პროფესიონალი გუნდით.