სიახლე პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ისი–პარი"-ში! კომპანიამ ქართველ მომხმარებლებს მსოფლიო ბრენდის DSQUARED2-ის ახალი არომატი WOOD წარუდგინა, რომლის დაგემოვნებაც მედიის წარმომადგენლებმა პრეს-ლანჩზე, ბუტიკ-სასტუმრო „ფოლკში“ შეძლეს. სწორედ აქ შედგა DSQUARED2-ისა და მისი არომატების პრეზენტაცია.
სუნამოს შემადგენლობა მართლაც, რომ ჯადოსნურია, მისი არომატი არის მგრძნობიარე შთაბეჭდილება, რომელიც გარშემომყოფებს ამცნობს ყველაფერს თქვენს შესახებ. არომატები განკუთვნილია თავდაჯერებული ახალგაზრდა მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის.
DSQUARED2-WOOD შეფუთვა მამაკაცებისთვის მუქი შუშითაა წარმოდგენილი, ქალბატონებისთვის კი – ღია გამჭვირვალე შუშით. სუნამოს თავსახური გახლავთ სპეციალური ხის, გამომდინარე სუნამოს სახელწოდებიდან: WOOD.
DSQUARED2-ის დამფუძნებლები ტყუპები ძმები: დინ და დენ კეიტონები არიან. ისინი კანადაში დაიბადნენ. 1983 წელს გადავიდნენ ნიუ-იორკში, 1991 წელს კი აისრულეს ოცნება და დაბრუნდნენ იტალიაში, მამის სამშობლოში.
1995 წელს მათ შექმნეს მამაკაცის ტანსაცმლის პირველი კოლექცია ეტიკეტით- DSQUARED2. 2003 წელს კი წარმოადგინეს ქალის ტანსაცმლის პირველი კოლექცია. მათი შემდეგი ნაბიჯი იყო 2006 წელს, როდესაც დაამატეს პარფიუმერიის ხაზი. 2012 წელს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნეს საკუთარი შემოქმედება და გამოუშვეს საზღვაო კოსტიუმებისა და საცვლების კოლექციები. 2013 წელს კი ბავშვის ტანსაცმელი.
ბრენდის ფილოსოფია: კონტრასტების თამაში, შთაგონების ძიება კანადურ ფესვებთან კომბინაციაში, იტალიური მიდგომა სამკერვალო და ულტრა მოდის ტენდენციებისადმი.
ბრენდის დევიზი: „იმუშავე გულმოდგინედ, ითამაშე მკაცრად“.
ბრენდის არსი: მუდმივად შექმნას ახალი ტენდენციები, არ დაკარგოს აზარტი და თამაშისადმი სიყვარული.
როგორც „ისი-პარის“ მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განაცხადა DSQUARED2-ს ახალი არომატები მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის, სახელწოდებით WOOD, „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში უკვე იყიდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.