ვარცხნილობა იმიჯის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ხშირად ცხოვრების გარდატეხას სწორედ მისი შეცვლით ვპასუხობთ. თმის იერის შეცვლა ცნობილი მსახიობებისთვისაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ზოგიერთ მათგანს ჰოლივუდმა სულ სხვა თვალით შეხედა.
#1 ემი ადამსი
2005 წლამდე, ემი ქერათმიანი იყო. მსახიობმა ის როლისთვის შეიღება და ასეც დატოვა. "ამ ფაქტმა ყველაფერი შეცვალა. ადამიანმა სხვანაირად დამინახეს. მანამდე პატივს არ მცემდნენ, ჩვეულებრივი ვიყავი, წითლად შეღებვის შემდეგ კი მომენტალურად სახალისო და საინტერესო გავხდი".
#2 ნიკოლ კიდმანი
ნიკოლი ეკრანს თავისი წითელი, ხუჭუჭა თმით იპყრობდა, მაგრამ 90-იანებში იმიჯის შეცვლით ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მისმა სწორმა, გაღიავებულმა თმამ პოპულარული როლები მოუტანა.
#3 ბრიჯიტ ბარდო
ეს საკულტო მსახიობი ჯერ ისეთი პოპულარული არ იყო, სანამ 1956 წელს თმის "დაწვა" არ მოსთხოვეს.
#4 კრისტენ სტიუარტი
კრისტენის ნატურალური თმის ფერი ღიაა, თუმცა ბელა სვანის როლისთვის მას მისი ღრმად გამუქება მოუწია.
#5 ემა სტოუნი
ემას ნატურალური თმის ფერი ქერაა, თუმცა ნამდვილი ფურორი მან წითელ თმაში მოახდინა. შედეგით თავადაც კმაყოფილი იყო და აცხადებდა, რომ თავს გაცილებით უკეთ სწორედ წითელი ფერის თმაში გრძნობდა.
#6 სკარლეტ იოჰანსონი
სკარლეტი ვარცხნილობის ხშირი ცვლით ცნობილია, მაგრამ ადამიანები ქერა თმაში უფრო ახდენენ მის ასოციაციას, ვიდრე მუქში. ის ბუნებრივად შავგვრემანია, 2004 წლიდან გაღიავდა.
#7 რუნი მარა
რუნისთვის ცხოვრება შეცვალა როლმა ფილმში "გოგონა დრაკონის ტატუთი". მან შეიჭრა, გაიპარსა და გაიმუქა თავისი ნატურალური თმა. მსახიობმა ტრანსფორმაცია დაუნანებლად, მშვენივრად გადაიტანა და მას შემდეგ, მკაცრი სტილის მფლობელი გახდა.
#8 დაკოტა ჯონსონი
დაკოტასთვის ცხოვრება "გრეის 50-მა ელფერმა" შეცვალა და შესაბამისად, ამ ფილმში ნათამაშებმა როლმა შეცვალა მისი ძირითადი იმიჯი. ადრე მსახიობი ქერა და გრძელთმიანი იყო.
#9 მიშელ უილიამსი
მიშელმა ვარცხნილობის შეცვლა გარდაცვლილ მეუღლეს, ჰიტ ლეჯერს მიუძღვნა, რომელსაც მისი თქმით, მოკლე თმა უყვარდა. მსახიობი დღემდე მოკლე, ქერა თმას ატარებს, რამაც თითქოს განსხვავებული იდენტობა ჩამოუყალიბა.
#10 მერილინ მონრო
სანამ მერილინი საკულტო ქერა სექს-სიმბოლო გახდებოდა, ის შავგვრემანი იყო. მსახიობი წარმატებას ვერსად აღწევდა, სანამ თმა არ "დაიწვა".
#11 სინტია ნიქსონი
Sex and the City-ის მსახიობი ბუნებრივად წითური არ ყოფილა. ის მან როლისთვის მოირგო და იმდენად ბუნებრივად შეიფერა, რომ არავის დაუყენებია ეჭვქვეშ მისი ნატურალური შეფერილობა.
#12 სოფი ტერნერი
სოფი ბუნებრივად ქერაა, მაგრამ სანსა სტარკის გროლის გამო წითური გახდა. მას თმა 13 წლის ასაკში შეუღებეს და მაშინ ამის მიღება გაუჭირდა, თუმცა დროდადრო ისევე შეითვისა ეს ფერი, როგორც თავისი ბუნებრივი.