„ნეო-ნეო“ ესთეტიკური ცენტრი მომხმარებლებს მუდმივად სიახლეებს სთავაზობს. კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების აპარატებით და მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებით. კლინიკაში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის წამყვანი ბრენდების პროდუქცია და რაც მთავარია თქვენ დაგხვდებათ მეგობრული, კომფორტული, სასიამოვნო გარემო და მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.
ამჯერად „ნეო-ნეოს“ ესთეტიკურ კლინიკას განსაკუთრებული სიახლე აქვს მომხმარებლებისთვის. თუ გაწუხებთ ზედმეტი წონა და ცელულიტი, მაშინ კლინიკაში წარმოდგენილი ALMA Accent Prime - ის აპარატი სწორედ რომ თქვენთვისაა. ეს არის სხეულის კორექციის ყველაზე ეფექტური აპარატი მსოფლიოში, რომელიც გამოიყენება რამდენიმე მანიპულაციის შესასრულებლად, ესენია: ცხიმის დაშლა, ცელულიტისგან გათავისუფლება და კანის ლიფტინგი(მოშვებული კანის აჭიმვა). კურსი მოიცავს 6-7 პროცედურას და შედეგი პირველივე დღეს საგრძნობლად შესამჩნევია.
სისტემა მოიცავს ულტრაბგერასა და რადიოტალღებზე დაფუძნებულ სხადასხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფებენ ეფექტური შედეგების მიღებას სხვადასხვა კლინიკურ შემთხვევაში.
რა პროცედურებს მოიცავს აპარატი შედეგის მისაღწევად
აპარატი ALMA Accent Prime-ი მოწოდებულია სპეციაურად დაპატენტებული ცივი ულტრაბგერის ტექნოლოგიით. ინოვაციური ელასტიური ტალღა, გარემომცველი ქსოვილების დაზიანების გარეშე, სელექტიურად შერჩევითად მოქმედებს ცხიმოვან უჯრედებზე და ვიბრაციის საშუალებით შლის ცხიმოვანი უჯრედების მემბრანას , საბოლოოდ იწვევს მის დაშლას და დაგროვილი ცხიმის გამოთავისუფლებას.
რა ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი აპარატი
აპარატი აღჭურვილია ცხელი ულტრაბგერითი ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს ლოკალური ცხიმოვანი ნარჩენების თერმულ დაშლას. ALMA Accent Prime-ის მეშვეობით სპეციალისტებს შეუძლიათ არჩევანის გაკეთება, იმუშაონ განივი, ელასტიური(ცივი) ან კომპრესიული(ცხელი) ულტრაბგერის რეჟიმით, თუმცა კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაში ორივე ტექნოლოგიის გამოყენებაა შესაძლებელი.
ცელულიტის სამკურნალოდ და მოდუნებული კანის კორექციისთვის ALMA Accent Prime-ი იყენებს კომბინირებულ ტექნოლოგიებს, რომლებიც აუმჯობესებს სხეულის ფორმას და გამოკვეთს კონტურებს. უნიკალური ულტრაბგერითი და RF-ტექნოლოგიების სინერგიული მოქმედება, არის უმთავრესი პრინციპი საუკეთესო შედეგების მისაღებად, რომელიც სელექციურად ანადგურებს ცხიმოვან უჯრედებს და აჩქარებს მოცემული უჯრედების მეტაბოლიზმის პროცესს.
რა უპირატესობა აქვს ALMA Accent Prime-ს სხვა აპარატებთან შედარებით
ALMA Accent Prime-ს აპარატს აქვს შემდეგი უპირატესობები: 1) წინაღობის დაძლევის მექანიზმი. 2) სიღრმის კონტროლი –შრეობრივად ვაკონტროლებთ სითბოს გადაცემას ქსოვილში. 3) ტალღის ფოკუსირებული გავრცელება, მხოლოდ პრობლემურ ზონაში მოქმედება და შესაბამისად ნაკლები უკუჩვენებები. ამ პროცედურის ჩატარების შედეგად, ხდება ცხიმოვანი უჯრედების მოცულობაში შემცირება, ცხიმოვანი ქსოვილის სისქის შემცირება, ლიმფოდრენაჟის სტიმულირება, კანის ტექსტურის გაუმჯობესება და სიგლუვის ვიზუალური მხარის გაჯანსაღება. აპარატურული პროცედურის უპირატესობაა პროცედურული კომფორტი, მოქმედების უსაფრთხო მექანიზმი და ეფექტის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება.
ეწვიეთ „ნეო-ნეოს“ ესთეტიკურ კლინიკას ბახტრიონის 11ბ ნომერში ან დარეკეთ ნომერზე: 592 19 11 00