დღესდღეობით საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესი საკმაოდ აქტუალური გახდა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი დაკავებულია სპორტის სხვადასხვა სახეობით, როგორიცაა იოგა, ფიტნესი და სხვა. სწორედ ამიტომ საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა სპორტული ტანსაცმლის კანადური ბრენდი Lululemon-ი.
OK! Magazine Georgia Lululemon-ის მაღაზიის მფლობელს მარი ტყაბლაძეს ესაუბრა.
როგორც მარი ტყაბლაძემ OK!-თან საუბრისას აღნიშნა ბრენდი აწარმოებს სხვადასხვა სახეობის აქსესუარებს, ტანსაცმელს, ჩანთებს, სპორტულ ფეხსაცმელს, იოგის მატრასებს, თერმოსებს და ა.შ.
„სპორტული ტანსაცმლის კანადური ბრენდი Lululemon-ი უკვე ორი თვეა რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა. კომპანია 56 ქვეყანაში აწარმოებს სხვადასხვა სახეობის აქსესუარებსა და ტანსაცმელს, როგორც სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, ასევე ყოველდღიური მოხმარებისთვის“.
მისივე თქმით, ბრენდმა ძალიან მალე გაითქვა სახელი საქართველოში.
„ბრენდმა მისი განსაკუთრებული დახვეწილი სტილის, სიმსუბუქისა და მაღალი ხარისხის გამო სახელი ძალიან მალე გაითქვა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კიდევ ისიც არის, რომ ქართულ ბაზარზე აქამდე თითქმის არ არსებობდა სპეციალური მოხმარების ტანსაცმელი და აქსესუარები ამ კონკრეტული სპორტული მიმდინარეიბებისთვის, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ ტიპის აუთლეტის მაღაზიის გახსნა“.
როგორც მარი ტყაბლაძემ აღნიშნა ფასები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ მომხმარებელზე.
„გვაქვს საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები ნებისმიერი ადამიანისთვის. ვეცადეთ ქართველ მომხმარებლებზე მორგებული ყოფილიყო.
რაც შეეხება, სამომავლო გეგმებს ვაპირებთ, რომ ახლო მომავალსი გავხსნათ ფილიალი“.