ჯასტინ ბიბერმა სილამაზის ბრენდ Schmidt's Naturals-თან კოლაბორაცია დააანონსა. ახალი დეოდორანტი სახელად Here+Now გაყიდვაში მალე ჩაეშვება, რის შესახებაც ინფორმაცია მან ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა.
მომღერლის აზრით ბუნებრივი სილამაზე ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ის უარს აცხადებს ისეთი დეოდორანტების გამოყენებაზე, რომლებიც შეიცავენ ალუმინს და საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. პოპვარსკვლავი მიიჩნევს რომ პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ აუცილებლად უნდა შეიცავდეს მხოლოდ და მხოლოდ მცენარეულ კომპონენტებს.
“ეს დეოდორანტზე მეტია, ეს არის ცხოვრების სტილი და კავშირი ჩვენს გარშემო, ეს არის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ყოველდღე ვიღებთ, ის გვეხმარება ვიყოთ ბედნიერები და ვიცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით, როგორც მენტალურად ისე ფიზიკურად. იყავით ლამაზები, მაგრამ ბუნებრივები და ჯანმრთელები.“ - განაცხადა მომღერალმა.