Met Gala-ს წვეულებაზე, სარეკლამო ბანერებსა თუ Instagram-ზე ატვირთულ ფოტოებში, 27 წლის ამერიკელი მოდელი ემილი რატაკოვსკი ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურება და ამაში უმთავრეს როლს მისი თავბრუდამხვევი სხეული თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიაში მისი დონის "კადრი" ბევრია, ემილის სხეული ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს და სოციალურ ქსელშიც გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, ემილის მსგავსი სხეულის ქონაზე ალბათ არაერთი გოგონა ოცნებობს, სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ფარდა აგვეხადა სუპერმოდელის სილამაზის საიდუმლოსთვის და რაღა თქმა უნდა თქვენთვის გაგვეზიარებინა ის!
იდეალური სხეულის შესანარჩუნებლად ემილის გარკვეული კვების რეჟიმი აქვს. მისი საუზმე მოიცავს ყავას და ნახშირწყლებს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ემილი ყოველ დილით მიირთმევს Blacktop Coffee-ს ყავას, რომელსაც აუცილებლად აყოლებს საჭმელს ერთ-ერთ ცნობილ საცხობში სახელად Kouign-amann. როგორც ჩანს, სუპერმოდელებს არც ისე შეზღუდული მენიუ აქვთ..
სადილად კი ემილი აუცილებლად ხორცს მირთმევს, რადგან როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა ძალიან უყვარს ხორცი. თუმცა ამას გარდა მოდელის მენიუში აუცილებლად შედის სალათი. მისი საყვარელი "ლანჩის" მენიუ სენდვიჩსა და სალათს შეიცავს. "მიყვარს ბალანსის დაჭერა, ისე რომ ჩემს ორგანიზმს ენერგიაც მივცე და ჯანმრთელობაც შევინარჩუნო" - განაცხადა მოდელმა.
როგორც ჩანს, ტოპ-მოდელი გადაღებების დროსაც აკონტროლებს საკუთარი კვების რეჟიმს: "როდესაც გადაღებები მაქვს ვიყენებ სარესტორნო მომსახურებას, თუმცა ვცდილობ თავის გაკონტროლებას. ძალიან მარტივია გაგიჟდე - განსაკუთრებით იქ, სადაც იციან, თუ როგორ გამოგკვებონ კარგად".
წასახემსებლად ემილი ბოსტნეულისა და ხილის "მიქსს" მიმართავს. "მიყვარს კურკუმისა და ჭარხლის წვენი. ლოს-ანჯელესში ამას ვერ აცდები".
რაც შეეხება ვახშამს, მოდელს უყვარს იტალიური და იაპონური რესტორნები, თუკი რჩება სახლში უკვეთავს საჭმელს, სხვა შემთხვევაში კი, პირადად ამზადებს კერძებს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ემილის მენიუში ხშირად დესერტიც ფიგურირებს. "ნამდვილად მიყვარს კარგი ნამცხვრის ჭამა და ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში საკუთარ თავს ამის უფლება უნდა მისცე"- ამბობს მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
რა თქმა უნდა, ემილის იდეალური სხეულის შენარჩუნებაში უმთავრეს როლს ფიზიკური აქტივობა თამაშობს, თუმცა სხვა მოდელებისგან განსხვავებით ის დიდ დროს სპორტდარბაზში არ ატარებს. "სპორტდარბაზების მოყვარული არ ვარ. მიყვარს გარეთ ყოფნა და იოგის ვარჯიშების გაკეთება, ლოს-ანჯელესში ფეხით ბევრს დავდივარ, იოგის სტუდია კი სახლთან ძალიან ახლოს მაქვს და კვირაში ერთხელ აუცილებლად მივდივარ".
ემილის ცხოვრების წესიდან გამომდინარე შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ შიმშილი და ზედმეტი ვარჯიში არაა აუცილებელი იმისთვის რომ სასურველი ფორმა შევინარჩუნოთ. საკმარისია ვიმოძრაოთ და მივირთვათ ჯანსაღი საკვები და რაც მთავარია, არ დავსტრესოთ საკუთარი თავი წონაზე ფიქრით. აქციეთ თქვენი წონაში დაკლებისთვის განკუთვნილი რეჟიმი - თქვენს ჩვეულებრივ კვების რეჟიმად. ივარჯიშეთ სისტემატიურად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სპორტდარბაზში უნდა იაროთ. შეგიძლიათ იცურაოთ, იცეკვოთ, ფეხით იაროთ - გააკეთოთ ის რაც გაბედნიერებთ და თქვენს სხეულს აქტივობას შეუნარჩუნებთ. წონაში დაკლება და კარგ ფორმაში ყოფნა არის ფიზიკური, ისევე როგორც ფსიქოლოგიური პროცესი.