L'AROME BOUTIQUE-ის ორგანიზებით თბილისს ცნობილი ფრანგი ქალბატონი MARTINE MICALLEF ეწვია და ქართული მედიის წარმომადგენლებს კაფე ორანჟერეაში ახალი არომატები MON PARFUM PEARL და SECRET OF LOVE-SPIRITUAL წარუდგინა. მოგვიანებით იგივე არომატის დაგემოვნება ერთგულმა კლიენტებმაც შეძლეს აღმაშენებლის ფილიალში.
L'AROME BOUTIQUE წარმოადგენს სელექტიური პარფიუმის, ნიშური სუნამოების ბუტიკების ქსელს, სადაც თავმოყრილია საუკეთესო პარფიუმერების მიერ შექმნილი სუნამოები. აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი შეძლებს სასურველი არომატის პოვნას. გამორჩეული და საუკეთესო სუნამოები თანაბრად ხიბლავს და ამშვენებს როგორც ქალბატონებს ასევე მამაკაცებს.
კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართველი და საქართველოში სტუმრად მყოფი მომხმარებლისთვის მსოფლიოს ბუტიკებში წარმოდგენილი საუკეთესო ბრენდების შეთავაზება. კომპანია ორიენტირებულია როგორც მაღალ ხარისხზე, ასევე ევროპული ბაზრებისთვის მიღებულ ფასებზე. საქართველოს ქსელში არსებულ პროდუქციას აქვს ზუსტად იგივი საფასო პოლიტიკა, რაც თვითონ წარმოდგენილ ბრენდს ევროპელი მომხმარებლისთვის, სწორედ ამიტომ ქართველ მომხარებელს შეუძლია ზედმეტი დანახარჯების გარეშე, საქართველოდან გაუსვლელად ევროპის საუკეთესო ბუტიკებში წარმოდგენილი სუნამოების შეძენა.
ვინც მაღალი ხარისხის სუნამოებს და ფლაკონის ბრწყინვალე შესრულებას აფასებს, ნამდვილად უნდა იცნობდებს ისეთ ადამიანებს, როგორიცაა წყვილი MARTINE MICALLEF და ჯეფრი ნიუმანი, რომელებმაც დააარსეს აღიარებული და მსოფლიო მაშტაბით ძალიან პოპულარული პარფიუმერული სახლი M. MICALLEF. ეს არის პატარა კომპანია, მაგრამ მისი სუნამოები და ფლაკონები დამსახურებულად მიიჩნევა ხელოვნების ნამდვილ ნამუშებად, რაც მომხმარებელთა სიყვარულით და სპეციალისტების მაღალი შეფასებით ვლინდება. იგი მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში COTE D’AZUR-ში დაარსდა და ეს არის საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და რომანტიკული ადგილი. ადგილმდებარეობამ უდიდესი გავლენა იქონია პარფიუმერული სახლის განვითარებაში: ბუნება, სუფთა ჰაერი და სიყვარულით სავსე ატმოსფერო გახდა ორი შემოქმედი ადამიანის შთაგობენის წყარო, რათა შეექმნათ ნამდვილი შედევრები.
MARTINE MICALLEF გამოირჩეოდა დახვეწილი გემოვნებით და ფერების აღქმის განსაკუთრებული უნარით, რამაც საკუთარი საქმის ნამდვილ მაგისტრად აქცია. მან ყოველთვის იცოდა, თუ რა უნდა შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის, როგორ შეექმნა მიმზიდველი იმიჯი და უნიკალური სტილი.
ჯეფრი ნიუმანი მომავალ მეუღლესთან შეხვედრამდე კონსულტაციას უწევდა სუნამოს კომპანიას, რომელიც ჩართული იყო კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისთვის ნედლეულის შესყიდვაში. პარფიუმერი ქმნის ისეთ კომპოზიტებს, რომლებიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ქმნიან თითოეულ ადამიანზე. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში MARTINE MICALLEF და ჯეფრი ერთმანეთს კანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში შეხვდნენ. დაქორწინების შემდეგ წყვილმა პარფიუმერული სახლის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც PARFUMS M. MICALLEF ეწოდება. ასეთი წარმატებული ბრენდის შექმნის საფუძველი პირველ რიგში მგზნებარე სიყვარული და ყოვლისმომცველი ვნება იყო. ასევე უდიდესი გამოცდილება სუნამოების და დიზაინის სფეროში და დაუოკებელი სურვილი, საკუთარი გრძნობების შესანიშნავ კომპოზიციებში გადმოცემისა. 1997 წელს მათი ოცნება ახდა და დღესდღეობით კომპანიის სათაო ოფისი კანშია, მარტინის სამშობლოში. ის ერთდროულად არის მეუღლის შთაგონება და დიზაინერი.
კიდევ ერთი ახალი, დახვეწილი არომატი M. MICALLEF-ის პარფიუმერული სახლისგან, ესაა დიდებული კოლექციის MON PARFUM-ის გაგრძელება, რომელიც თავდაპირველად ჯეფრიმ მხოლოდ საყვარელი ქალისთვის შექმნა. დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა MARTINE MICALLEFსაოცრად ქალურ, მიმზიდველ „უსახელო“ არომატს, რაც გარშემომყოფების განცვიფრებას და ინტერესს იწვევდა, ხოლო კითხვაზე თუ რომელ პარფიუმს მოიხმარდა პასუხი მხოლოდ ერთი იყო - ეს არის ჩემი პარფიუმი (MON PARFUM).
სწორედ ამ კოლექციას მიეკუთვნება ახალი მარგალიტით დახვეწილი და ნაზი MON PARFUM PEARL, მსოფლიოს ის 2018 წელს წარუდგა და უკვე მოასწრო ქალბატონების გულის მოგება.
სუნამო ყვავილოვანი არომატების ჯგუფს განეკუთვნება.
SECRETS OF LOVE - SPIRITUAL კიდევ ერთი სიახლე M. MICALLEF პარფიუმის სახლისგან, ის
SECRETS OF LOVE (სიყვარულის საიდუმლო) კოლექციას 2018 წელს შეუერთდა. არომატი განკუთვნილია როგორც ქალბატონებისთვის ასევე მამაკაცებისთვი, მისი მოტკბო ხისებრი ნოტები ყველაზე სიღრმისეულ გრძნობებს აღვიძებს მგრძნობიარე სულიერ სამყაროს სათუთად ეხება შთაგონება სულიერი სიმშვიდის. მსუბუქი არომატი, კანზე ცვალებადი სინაზით და სიგრილით.
ეს ინტიმური, უწყვეტი და მშვიდი არომატია, რომელიც გურმანულ ხისებრ არომატების ჯგუფს განეკუთვნება.