24 მაისი კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტისთვის მნიშვნელოვანი თარიღია, წელს ისინი ქორწინების მეხუთე წელს აღნიშნავენ და სწორედ ამ დღის საპატივცემულოდ კიმმა ახალი კოლექციის გამოშვება გადაწყვიტა. 38 წლის ბიზნესმენმა და სატელევიზიო გადაცემის მონაწილემ საკუთარი ბრენდის, KKW BEAUTY-ის ახალ კოლექციას Mrs. West Collection დაარქვა, რომლის სარეკლამო კამპანიისთვის განკუთვნილ ფოტოსესიაშიც პირადად მიიღო მონაწილეობა.
გადაღებებზე კიმის მაკიაჟზე მისმა ვიზაჟისტმა და ახლო მეგობარმა, მარიო დედივანოვიჩმა იზრუნა, რომელიც 5 წლის წინაც ამ საქმით იყო დაკავებული, თუმცა მაშინ კიმის მაკიაჟი მისი და კანიეს ქორწილისთვის იყო განკუთვნილი.
ბრენდის ახალი კოლექცია ღია ფერის კოსმეტიკურ საშუალებებს შეიცავს, რომლებიც ულამაზეს შეფუთვაში გაიყიდება, რომელზეც კიმის საქორწილო კაბაში გადაღებული ფოტო იქნება მოთავსებული.
იქიდან გამომდინარე, რომ კიმისა და კანიეს ქორწინების თარიღი 24 მაისია, კიმის ახალი კოლექცია ბაზარზე სწორედ ამ დღეს გამოვა და ბრენდის ოფიციალურ საიტზე იქნება ხელმისაწვდომი.