როდესაც ვხედავთ ისეთ ლამაზ მოდელებს, როგორიცაა ირინა შეიკი, ქენდის სვეინპული და როუზი ჰანტინგტონი, ვცდილობთ ამოვიცნოთ მათი სილამაზის საიდუმლო. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთხსენებულ ქალბატონებსაც ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ და შვილებიც ჰყავთ, ისინი როგორღაც იდეალურ ფორმაში ყოფნას მაინც ახერხებენ. სწორედ ამიტომ ჩვენ შემოგთავაზებთ ზუსტად იმ მოდელების სილამაზის საიდუმლოს, რომლებსაც ოჯახი და შვილები ჰყავთ და როგორც ყოველ ჩვენგანს მათაც უჭირთ თავისუფალი დროის გამონახვა საკუთარი თავლის მოვლისთვის.
30 წლის ქენდისი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, არაჩვეულებრივ ფორმაშია და წლებთან ერთად სულაც არ იცვლება. მოდელი ყოველდღიურად ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას, რაშიც მას იოგას ვარჯიშები და მედიტაცია უწყობს ხელს. კანის სილამაზისთვის კი კარაქზე დამზადებულ სკრაბებსა და "ვარდის წყალს" იყენებს, გარდა ამისა კვირაში ორჯერ მაინც იტარებს "პილინგის" პროცედურას, რომელიც სახის კანისთვის შეიძლება ითქვას, ერთგვარი "განახლებაა".
იმისთვის, რომ კანმა შეინარჩუნოს ბზინვარება და რაც შეიძლება ნაკლებად შეეტყოს ასაკის მატება, როუზი ჰანტიგტონი დილას მწვანე სმუზით იწყებს, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივია. გაწურეთ ნახევარი ლიმონი და ნიახური ერთად, გაწურვსის პროცესში კი დაამატეთ წყალი, დიახ სულ ეს არის! გარდა ამისა"ნიღბის" გაკეთებამდე ის ცხელ პირსახოცს იდებს სახეზე და აუცილებლად იწმენდს სახეს, რაც რაღა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო რაც შეეხება თმას, მისი სირბილისა და სინაზის შენარჩუნებისთვის მოდელი მას მინერალურ წყალს ავლებს.
თუკი ირინა შეიკს დღის განმავლობაში ერთი პუნქტიდან მეორეზე გადასვლისას წახემსება სჭირდება, შოკოლადისა და ბაგეტის ნაცვლად ის კეფირსა და მანგოს ირჩევს. დღეს მოდელი სახის ყინულის კუბებით გაწმენდით იწყებს, რაც კანს ტონუსში ყოფნასა და ფერის გაუმჯობესებაში ეხმარება. ამ პროცედურის შემდეგ კი მზისგან დამცავ საშუალებას, ეგრედწოდებულ SPF-ს სახეზე, კისერსა და გულზე ისვამს, რადგან ამ ადგილებში თხელია და სწორედ ამიტომ არასწორი მოვლა და ასაკი ამ ადგილებში ყველაზე მარტივი შესამჩნევი ხდება.