ბოლო ერთი თვის მანძილზე ცნობილი ბიზნესმენი, მოდელი და სატელევიზიო გადაცემის გმირი კაილი ჯენერი გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით ატყობინებდა, რომ მათთვის გრანდიოზულ სიურპრიზს ამზადებდა. საზოგადოებისთვის ამ სიახლის შესახებ ცნობილი ამ დრომდე არაფერი იყო, თუმცა დრო მოვიდა კაილის ყველაფრისთვის ფარდა აეხადა. ჯენერმა განაცხადა, რომ კანის მოვლის საკუთარ ხაზს გამოუშვებს, სახელად Kylie Skin. ახალი ხაზი Kylie Cosmetics-ის მაღალბიუჯეტიანი ბიზნესის გაგრძელება იქნება, რომელმაც 2016 წლიდან დღემდე 900 მილიონი დოლარის ღირ ღირებპროდუქციაზე მეტი გაყიდა.
2018 წელს, როდესაც კაილიმ პირველად დაიწყო ახალ ხაზზე მუშაობა, საზოგადოებაში გავრცელდა გარკვეული ჭორები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ახლა ყველაფერმა ოფიციალური სახე მიიღო.
Kylie Skin-ის პირველი პროდუქტები გაყიდვაში 22 მაისს ჩაეშვება და მათი შეძენა ბრენდის ოფიციალურ საიტზე იქნება შესაძლებელი. თუმცა საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა ტიპის ნივთიერებებისგან იქნება დამზადებული პროდუქცია, მაგრამ ამასაც სულ მალე შევიტყობთ.