ქეთევან ხიზანიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი მკურნალობის ინვაციურ მეთოდებსა და სტომატოლოგიური პროცედურების მაღალ სტანდარტებს გთავაზობთ. თანამედროვე აპარატურა სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგიხსნით ტკივილს, დისკომფორტს და მოგიგვარებთ კოსმეტიკურ პრობლემებს. ცენტრი გთავაზობთ თერაპიულ, ქირურგიულ, ორთოპედიულ, ორთოდონტიულ, იმპლანტოლოგიურ და პარადონტოლოგიურ მომსახურებას.
OK! Magazine Georgia ცენტრის ხელმძღვანელს ქეთევან ხიზანიშვილს გაესაუბრა:
„დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და ამის შემდეგ ჩავაბარე სტომატოლოგიურზე. 10 წელი ვმუშაობდი ზაზა ხატიაშვილის კლინიკაში და უკვე 3 წელია, რაც საკუთარი ცენტრი გავხსენი. მაქვს ყველანაირი აპარატურა, ასევე ვესწრები სემინარებს სტომატოლოგიის ყველა მიმართულებით და ვარ მუდმივად სწავლის პროცესში".
"2004 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა წინა კბილების მხატვრული რესტავრაციის კონკურსი, სადაც მე ვიყავი პირველი პრიზმა ჩემპიონი. იგივე კონკურსი 2006 წელსაც ჩატარდა, სადაც ისევ მე გავიმარჯვე და გავხდი ორგზის ჩემპიონი წინა კბილების მხატვრულ რესტავრაციაში. სხვადასხვა ქვეყნებში გამარჯვებულებისთვის უკრაინაში, პოლტავაში ჩატარდა კონკურსი, სადაც რამდენიმე ნომინაციაში დავიმსახურე პრიზი".
"ჩემი უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ მე ვფლობ სტომატოლოგიის ყველა დარგს თერაპიას, ქირურგიას, ორთოპედიას, ორთოდონტიას, იმპლანტოლოგიასა და პარადონტოლოგიას. თითოეულ სფეროში მაქვს ლიცენზია და ვმუშაობ ყველა მიმართულებით, ამიტომ ჩემთან მოსულ პაციენტს არასწორად მკურნალობის ნაკლები რისკი აქვს. პაციენტის მდგომარეობას ვუყურებ ყველანაირი მიმართულებით და სწორედ ამის შემდეგ ვწყვეტ რა იქნება მისთვის უკეთესი".
"რაც შეეხება დროს, პაციენტს ჩემთან მოსვლის შემთხვევაში ერთ ვიზიტში შეუძლია გაიკეთოს საჭირო პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ დროში მაქსიმალურად შემოკლებულია პაციენტის ვიზიტი და ბევრ სიარულს არ საჭიროებს. ვმუშაობ როგორც მოზრდილებთან ასევე ბავშვებთან. სამომავლოდ მაქვს ძალიან ბევრი გეგმა, ერთ-ერთი მათგანი გაფართოვებას უკავშირდება, რასაც აუცილებლად განვახორციელებ ახლო მომავლში“.