ალესანდრა ამბროსიო ბევრი ადამიანის საყვარელი მოდელი და შთაგონების წყაროა. 38 წლის მოდელმა კარიერაში ბევრი რამის მიღწევა მოასწრო და ორი შვილიც შეეძინა: ნოა და ანია. მშობიარობის შემდეგ, სუპერმოდელი უსწრაფესად უბრუნდებოდა ფორმას და ახალბედა დედებს შესაშურ მაგალითს აძლევდა.
-რაზე ფიქრობთ პირველ რიგში გაღვიძებისას?
-როგორც კი თვალებს გავახელ, მსურს შვილებს ჩავეხუტო. ესაა ერთადერთი რამ, რაც საწოლიდან მაყენებს.
-საყვარელი საუზმე?
-ავოკადო, ყავის დიდი ჭიქა, მოხარშული ან შემწვარი კვერცხი ცოტაოდენ ქოქოსის ზეთთან ერთად.
-ყოველდღიური სილამაზის რუტინა?
-მარტივია, მაგრამ ეფექტური. ვიწმინდავ სახეს, მიყვარს ანტი-ასაკობრივი შრატები, რომლებიც გაჯერებულია ვიტამინით C. მზის დამცავი BB კრემიც შესანიშნავია. რაც შეეხება თმას, შამპუნის შემდეგ თმის აღმდგენ ნიღაბს ვისმევ სიგრძისთვის და 10 წთ ვიჩერებ. ეს კვირაში 2-3-ჯერ ხდება. ყოველ ორ თვეში ღრმა მოვლისთვის სალონს ვსტუმრობ.
-რომელი სილამაზის პროდუქტი გაქვთ აუცილებლად?
-ტუჩის ბალზამებით შეპყრობილი ვარ. 5 სხვადასხვა ტიპის ტუჩის ბალზამი ჩანთაში აუცილებლად მაქვს. ასევე მიყვარს ლორეალის თმის სპრეი, რომელიც თმას ატენიანებს და მთელი დღის მანძილზე მიმზიდველ იერს უნარჩუნებს.
-როგორ ახდენთ რელაქსაციას მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ?
-არაფერია უკეთესი ვიდრე იოგას პოზები და მედიტაცია.
-რა გამშვიდებთ პოდიუმზე, კამერების წინ ყოფნისას?
-მთავარია თავდაჯერებულობა.
-როგორ ინარჩუნებთ ფორმას?
-მიყვარს ცურვა და ხელბურთი. სანაპიროზეც და აუზშიც. წყალში ჩახტომა საუკეთესო განმუხტვაა.
-გაქვთ თუ არა ფავორიტი გაკვეთილები?
-პილატესის და იოგის ჯგუფში დავდივარ. მარტო ვარჯიში დიდად არ მიყვარს.
-რომელ საკვებს ანიჭებთ უპირატესობას?
-პასტას ფანი არ ვარ, მაგრამ მიყვარს სალათების და სუპების მომზადება, თევზი და ხორციც პროტეინის მნიშვნელოვანი წყაროა. ვარჯიშამდე საყვარელი ხილის და ბოსტნეულის კომბინაციებით დაწურულ წვენს მიივირთმევ. რჩეული პროდუქტებია: ფორთოხალი, კიტრი, ლიმონი, კალე, კოჭა.
-როგორ გადაგაქვთ რთული, დამღლელი დღე?
-სახლში მისვლა და მუსიკის ჩართვა მამშვიდებს.
-წასახემსებლად რა გაქვთ ხოლმე თან?
-ორაგული, ჩიას მარცვლები, რომელიმე ხილი... ისინი ენერგიით მავსებენ.